კულტურის შესახებ

მუხლი 18. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია კულტურის სფეროში

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 14 მაი. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა კულტურის სფეროში; ა 1 ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის შექმნის ხელშეწყობა და იმ მექანიზმების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებასა და განვითარებას; ბ) კულტურული მოღვაწეობის, კულტურული ფასეულობებისა და ღირებულებების ხელმისაწვდომობა; გ) სახელმწიფო კულტურული პოლიტიკისა და პროგრამების განსაზღვრა, მათი შესრულების გარანტია ბიუჯეტიდან და სხვა ფონდებიდან სახსრების გამოყოფის მეშვეობით; დ) კულტურულ ფასეულობათა განკარგვის წესის დადგენა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ე) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების პრივატიზების წესების განსაზღვრა; ვ) სახელმწიფო დაქვემდებარების კულტურის ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; ზ) კულტურის ორგანიზაციებისათვის ნაგებობათა და შენობათა მიკუთვნების პრიორიტეტების განსაზღვრა; თ) კულტურის არასახელმწიფო ორგანიზაციების დაფინანსებაში წილობრივი მონაწილეობა; ი) ქველმოქმედებისა და სპონსორობის ხელის შეწყობა; კ) კულტურის სფეროში მოღვაწე ეკონომიკურად და სოციალურად ნაკლებად დაცული მოქალაქეების დახმარება; ლ) შემოქმედებითი მუშაკის მხარდაჭერა; მ) კულტურულ ფასეულობათა შექმნისა და გავრცელების სფეროში მონოპოლიზმთან ბრძოლა და ამ მიზნით კულტურის არასახელმწიფო ორგანიზაციების, საწარმოების, ასოციაციების, შემოქმედებითი კავშირების, გილდიებისა და სხვა კულტურული გაერთიანებების საქმიანობის ხელშეწყობა. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6831 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 1 ივლ. 1999 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 28 ივლ. 2020

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
514125192978⁴1024271618
მნიშვნელობით ახლოსკულტურის შესახებშეზღუდული შესაძლებლობი…კულტურული მემკვიდრეობი…უმაღლესი განათლების შე…ცხოველთა სამყაროს შესა…მუზეუმების შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა