Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებმუხლი 26

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

მუხლი 26. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.პირისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა ეფუძნება ბიოფსიქოსოციალურ მოდელს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალურ მოდელს და მუდმივად ხელს უწყობს მის დანერგვას. ბიოფსიქოსოციალური მოდელის ფარგლებში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი განისაზღვრება სტატუსის მაძიებელი პირის ფუნქციური უნარებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებათა საფუძველზე.

2.ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პროგრამები, აგრეთვე აღნიშნული პროგრამების ფარგლებში მიწოდებული სერვისები, უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირისთვის ჯანდაცვის, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, ასევე სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხის მიუხედავად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) ჯანდაცვის, აბილიტაციისა/რეაბილიტაციისა და სოციალური სერვისების მრავალფეროვნებისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

3.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებულ, სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის ხელშემწყობ სოციალურ სერვისებს.

4.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: ა) ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების, ქალებისა და ბავშვებისთვის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში სერვისების მიწოდებას, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით; ბ) შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მომსახურების/დახმარების მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალის პროფესიულ სტანდარტებს; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სათემო სერვისების განვითარებას; დ) შრომის ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობის მიზნით, შეიმუშავებს და ახორციელებს შესაბამის პროგრამებს და უზრუნველყოფს სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა: დ.ა) პროფესიულ კონსულტირებას, შესაბამისი პროფილის განსაზღვრასა და კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებულ მომსახურებას; დ.ბ) პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაში მონაწილეობას; დ.გ) სამუშაო ადგილის მოძიებას ან/და სამუშაო ადგილის შენარჩუნებას დამოუკიდებლად ან მხარდაჭერით; დ.დ) კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ღია შრომის ბაზარზე მათ ინტეგრაციას.

5.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროგრამების შემუშავება უნდა განხორციელდეს მათი საჭიროებების შესწავლის საფუძველზე.

6.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, დასაქმების სამსახურების, პროფესიული და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობას.

7.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ დასაქმების სფეროში ისეთი პოლიტიკისა და პროგრამების შექმნას, რომლებიც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითდასაქმებისა და საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობისაკენ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №347 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3833 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა ეფუძნება ბიოფსიქოსოციალურ მოდელს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალურ მოდელს და მუდმივად ხელს უწყობს მის დანერგვას. ბიოფსიქოსოციალური მოდელის ფარგლებში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი განისაზღვრება სტატუსის მაძიებელი პირის ფუნქციური უნარებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებათა საფუძველზე. 2. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პროგრამები, აგრეთვე აღნიშნული პროგრამების ფარგლებში მიწოდებული სერვისები, უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირისთვის ჯანდაცვის, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, ასევე სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხის მიუხედავად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) ჯანდაცვის, აბილიტაციისა/რეაბილიტაციისა და სოციალური სერვისების მრავალფეროვნებისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებულ, სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის ხელშემწყობ სოციალურ სერვისებს. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: ა) ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების, ქალებისა და ბავშვებისთვის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში სერვისების მიწოდებას, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით; ბ) შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მომსახურების/დახმარების მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალის პროფესიულ სტანდარტებს; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სათემო სერვისების განვითარებას; დ) შრომის ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობის მიზნით, შეიმუშავებს და ახორციელებს შესაბამის პროგრამებს და უზრუნველყოფს სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა: დ.ა) პროფესიულ კონსულტირებას, შესაბამისი პროფილის განსაზღვრასა და კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებულ მომსახურებას; დ.ბ) პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაში მონაწილეობას; დ.გ) სამუშაო ადგილის მოძიებას ან/და სამუშაო ადგილის შენარჩუნებას დამოუკიდებლად ან მხარდაჭერით; დ.დ) კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ღია შრომის ბაზარზე მათ ინტეგრაციას. 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროგრამების შემუშავება უნდა განხორციელდეს მათი საჭიროებების შესწავლის საფუძველზე. 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, დასაქმების სამსახურების, პროფესიული და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობას. 7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ დასაქმების სფეროში ისეთი პოლიტიკისა და პროგრამების შექმნას, რომლებიც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითდასაქმებისა და საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობისაკენ. საქართველოს 2021 წლის 16  მარტის კანონი №347  – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3833  – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023
  2. 18 მარ. 2021
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №9

  • 2 ცვლილება · ბოლო 15 დეკ. 2023
  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 92საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 83საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

  • 30საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 10
  • 11
  • 14

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 51საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 74საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 9საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები/ვალდებულებები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 26¹ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების უზრუნველყოფა

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 21საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები და ვალდებულებები სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სფეროებში

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 15

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10111426¹152197451922833026
მითითებამნიშვნელობით ახლოსშეზღუდული შესაძლებლობი…ბავშვის უფლებათა კოდექ…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს 2026 წლის …სამედიცინო-სოციალური ე…სოციალური მუშაობის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026