Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებმუხლი 27

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

მუხლი 27. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს სპორტის სამინისტრო

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹3456

1.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განათლების ყველა საფეხურის ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ყველა საფეხურზე ინკლუზიური განათლების განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და დამტკიცებას და მისი შესრულების ზედამხედველობას, ადაპტირებული პროგრამებითა და მასალებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმების, ადაპტირების სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავებას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების შესაძენად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველა საფეხურის სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგრეთვე ახალგაზრდულ ორგანიზაციებში მომუშავე კადრებისთვის სამუშაო სტანდარტების/ინსტრუქციების შემუშავებას და ამ კადრების გადამზადებას.

2.საქართველოს კულტურის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კულტურის ნებისმიერი სფეროს, მათ შორის, სახელოვნებო განათლების, ხელოვნების, შემოქმედების, კულტურული ღონისძიებებისა და კულტურული ტურიზმის, ხელმისაწვდომობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს: ა) ადაპტირებული პროგრამებითა და მასალებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმების, ადაპტირების სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავებას, კულტურის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების შესაძენად თავისი კომპეტენციის ფარგლებში კულტურის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მომუშავე კადრებისთვის სამუშაო სტანდარტების/ინსტრუქციების შემუშავებას და ამ კადრების გადამზადებას.

2¹.საქართველოს სპორტის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპორტის ნებისმიერი სფეროს ხელმისაწვდომობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტულ ცხოვრებაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს: ა) ადაპტირებული პროგრამებითა და მასალებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმების, ადაპტირების სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავებას, სპორტის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების შესაძენად თავისი კომპეტენციის ფარგლებში სპორტის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მომუშავე კადრებისთვის სამუშაო სტანდარტების/ინსტრუქციების შემუშავებას და ამ კადრების გადამზადებას.

3.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და შესაბამის სფეროში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტთა მონაწილეობით შეიმუშავებს განათლების ყველა საფეხურზე: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სპეციფიკური მიდგომისა და მათი საჭიროების შესწავლის/შეფასების სტანდარტებსა და მეთოდიკას; ბ) მომუშავე სპეციალისტებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებთან, მათ შორის, მოსწავლეებთან/სტუდენტებთან/პროფესიულ სტუდენტებთან, მუშაობისთვის და სავალდებულოა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის; გ) მომუშავე სპეციალისტებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელ შესაბამის სატრენინგო მოდულებს, რომლებიც სავალდებულოა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

4.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უნდა განახორციელოს განათლების ყველა საფეხურზე სასწავლო და მატერიალური რესურსების ადაპტაციის საჭიროების კვლევა, რის საფუძველზედაც განხორციელდება: ა) საჭირო სასწავლო და მატერიალური რესურსების მოძიება; ბ) სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავება.

5.საქართველოს სპორტის სამინისტრო ამ მუხლის 2 1 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და შესაბამის სფეროში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტთა მონაწილეობით შეიმუშავებს პარალიმპიური მოძრაობის განვითარების რეკომენდაციებს.

6.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, ამ სფეროში მომუშავე პირებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამის შემუშავებასა და დამტკიცებას. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №347 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3833 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №88 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2024
  2. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023
  3. 18 მარ. 2021
წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 28

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-09-16 · №9

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2024-12-28
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 8განათლება
  • 28საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 93საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილება

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 50საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილებები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • 2სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

პროფესიული განათლების შესახებ

  • 15საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ზოგადი განათლების შესახებ

  • 27საქართველოს სამინისტროების უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში

კულტურის შესახებ

  • 18სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია კულტურის სფეროში

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 54საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილებები

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 8⁴საქართველოს კულტურის სამინისტროს კომპეტენცია სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლების სფეროში
  • 8⁵საქართველოს სპორტის სამინისტროს კომპეტენცია სასპორტო უმაღლესი განათლების სფეროში

სპორტის შესახებ

  • 5სამინისტროს კომპეტენცია სპორტის სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
215271858⁴8⁵54938285027
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…დასაქმების ხელშეწყობის…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს განათლების…პროფესიული განათლების …ზოგადი განათლების შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026