საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: ა) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტითა და 71-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას; ბ) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მეურვით/მზრუნველით/მხარდამჭერით უზრუნველყოფს თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანს ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც კანონიერი წარმომადგენლის ყოლას საჭიროებს, ამასთანავე, არასრულწლოვანს განათავსებს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით; გ) ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ სხვა სახელმწიფო უწყებებთან ან/და კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ან/და ახორციელებს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამებს და ხელს უწყობს ამ პროგრამებში მათ ჩართვას.
მუხლი 83. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 16 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

