აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ

მუხლი 7. აჭარის

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 18 აგვ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებებისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობები 1. პირს ამ კანონით გათვალისწინებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოსთან და  საპატიო წოდებასთან ერთად ეძლევა ერთდროული ფულადი გასაცემელი შემდეგი ოდენობით: ა) ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენისათვის – 5 000 (ხუთი ათასი) ლარი; ბ) ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენისათვის – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; გ) ტბელ აბუსერისძის III ხარისხის ორდენისათვის – 3 000 (სამი ათასი) ლარი; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედლისათვის – 2 000 (ორი ათასი) ლარი; ე) საპატიო წოდებისათვის – 1000 (ერთი ათასი) ლარი.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოსა და საპატიო წოდებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლები გაიცემა შესაბამისი წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით ამ მიზნით განსაზღვრული ასიგნებებიდან.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1011²5281143212015147
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს სახელმწიფო…საჯარო დაწესებულებაში …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა