საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

მუხლი 28. ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა

რედაქცია №46 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს.

2.განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული განსაკუთრებული შემთხვევისთვის, ერთჯერადად მიეცეს ფულადი ჯილდო ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის გაუთვალისწინებლად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული განსაკუთრებული შემთხვევისთვის, ერთჯერადად მიეცეს ფულადი ჯილდო ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის გაუთვალისწინებლად. მუხლი 29. საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა რიცხოვნობის შეზღუდვა 1. საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს. ამ შეზღუდვიდან გამონაკლისი დაიშვება საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე. 3. საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 5%-ს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების წესი, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 5. საჯარო დაწესებულების სტაჟიორთა რიცხოვნობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. საჯარო დაწესებულების სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 20%-ს. საქართველოს 2022 წლის 8 სექტემბრის კანონი №1754 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3626 – ვებგვერდი, 15.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4239 – ვებგვერდი, 13.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №316 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 ნოე. 2023 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 ოქტ. 2019 – 20 ნოე. 2023 ტექსტი უცნობია

  3. 24 სექ. 2018 – 1 ოქტ. 2019 ტექსტი უცნობია

  4. 29 დეკ. 2017 – 24 სექ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
595912054111242663242028
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო დაწესებულებაში …საქართველოს 2026 წლის …საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს სახელმწიფო…კორუფციის წინააღმდეგ ბ…სამოქალაქო უსაფრთხოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №46 · ბოლოს შემოწმდა