გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
მუხლი 41. სიმართლესთან შეუსაბამო/ყალბი ინფორმაცია
1.მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ რეგულირებული შეთანხმების დამტკიცებაზე კრედიტორთა თანხმობის მისაღებად იგი: ა) ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად შესაბამის პირს არ წარუდგენს ინფორმაციას მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე ან აღნიშნულ ინფორმაციას განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარუდგენს; ბ) არაკეთილსინდისიერად იმოქმედებს, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუ რეგულირებული შეთანხმება არ დამტკიცდება.
