რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 63. სასამართლოს განჩინების შინაარსი

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება ან სხვა განჩინება, რომლითაც იხსნება ან იცვლება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმი, უნდა შეიცავდეს: ა) გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმში მმართველობის საკითხზე; ბ) მმართველის ვინაობას/დასახელებას (არსებობის შემთხვევაში); გ) ორი ან ორზე მეტი მმართველის დანიშვნის შემთხვევაში − მათ მიერ უფლებამოსილების  ერთობლივად ან/და ცალ-ცალკე განხორციელების წესსა და პირობებს; დ) მორატორიუმის ღონისძიებების სრულ აღწერილობას.

2.გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება, რომელიც გამოტანილია გაკოტრების მმართველის განცხადების დაკმაყოფილების შედეგად, დამატებით უნდა შეიცავდეს გაკოტრების ხარჯების დაფარვის წესს.

3.გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება, რომელიც გამოტანილია  რეაბილიტაციის მმართველის განცხადების დაკმაყოფილების შედეგად, დამატებით უნდა შეიცავდეს რეაბილიტაციის ხარჯების დაფარვის წესს.

4.გადახდისუუნარობის რეჟიმის კონვერსიის შემთხვევაში, თუ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, იგი მმართველის თანხმობით განაგრძობს ახალი რეჟიმის ფარგლებში მმართველის ფუნქციების შესრულებას.

5.რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანისთანავე უარი უნდა ითქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით სასამართლოში შეტანილ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაზე, რომლის განხილვაც შეჩერებულია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
205207¹20733⁴427424262276449626463
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სამოქალაქო…დაზღვევის შესახებსაქართველოს სისხლის სა…ფინანსური გირავნობის, …საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა