Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაზღვევის შესახებმუხლი 33⁴

დაზღვევის შესახებ

მუხლი 33⁴. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:გაკოტრება და კორპორატიული დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567899¹1011

1.თუ ამ კანონის 33 3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხის მომზადებისას დადგინდება მზღვეველის გადახდისუუნარობა, მზღვეველის ლიკვიდატორი ვალდებულია აცნობოს სამსახურს, რის საფუძველზედაც სამსახური იღებს მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას.

2.მზღვეველის გადახდისუუნარობის დადგენისას სამსახური უფლებამოსილია დაიწყოს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების გარეშე. ამ შემთხვევაში გაკოტრების მმართველი პირველ რიგში ასრულებს ამ კანონის 33 3 მუხლით ლიკვიდატორისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს.

3.მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისთანავე ჩერდება იძულებითი აღსრულება.

4.სამსახურის გადაწყვეტილებით ინიშნება გაკოტრების მმართველი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მზღვეველის ადმინისტრატორისათვის დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

5.გაკოტრების მმართველი ვალდებულია: ა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს განცხადება მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის ვადაში; ეს განცხადება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს პირველი გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. ამ განცხადებითვე დგინდება მზღვეველის ვალდებულება კრედიტორებისადმი. მზღვეველის კრედიტორებმა გაკოტრების მმართველს განცხადების მეორედ გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლების მითითებით; ბ) აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

6.გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია საჯარო აუქციონზე ან სხვა ხელსაყრელი ფორმით, სამსახურის მიერ დადგენილი წესით გაყიდოს მზღვეველის აქტივები, სხვა მზღვეველს გადასცეს სადაზღვევო პოლისებზე მოთხოვნის უფლება, სხვა იურიდიულ პირს გადასცეს აქტივებზე მოთხოვნის უფლება და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებათა გადაცემას.

7.გაკოტრების მმართველს დანიშვნის დღიდან უფლება აქვს: ა) შეწყვიტოს გარიგება მზღვეველის თანამშრომლის დაქირავების შესახებ; ბ) შეწყვიტოს მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის განხორციელებაშიც მზღვეველი მონაწილეობდა; გ) გაასხვისოს მზღვეველის აქტივები და ვალდებულებები (მათ შორის, სადაზღვევო პორტფელი) ან მათი ნაწილი სხვა იურიდიულ პირზე; დ) დაფაროს მზღვეველის კრედიტორთა მოთხოვნები დადგენილი თანამიმდევრობის დაცვით ერთჯერადი ან ნაწილ-ნაწილ გადახდით.

8.გაკოტრების მმართველის ანაზღაურება მის მიერ შესრულებული მოვალეობების ადეკვატური უნდა იყოს. გაკოტრების მმართველის ანაზღაურებას განსაზღვრავს სამსახური. სამსახური უფლებამოსილია საკუთარი სახსრებით აანაზღაუროს გაკოტრების მმართველის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება.

9.მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დროს ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა შემდეგი თანამიმდევრობით უნდა დაკმაყოფილდეს: ა) პირველი რიგი – გაკოტრების  მმართველის  დანიშვნასთან  და მის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება, აგრეთვე ვალდებულებები, რომლებიც მზღვეველს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა; ბ) მეორე რიგი – უზრუნველყოფილი კრედიტორები, გარდა საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნისა; გ) მესამე  რიგი  –  კრედიტორთა  მოთხოვნები, რომელთა საფუძველია სიცოცხლის დაზღვევა. სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულებათა ოდენობა განისაზღვრება მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებისთვის – სიცოცხლის დაზღვევის რეზერვის ოდენობით; დ) მეოთხე  რიგი – კრედიტორთა  მოთხოვნები,  რომელთა  საფუძველია უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულება; ე) მეხუთე რიგი – ყველა სხვა კრედიტორის მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს ყველა სხვა დაზღვევის ხელშეკრულებიდან; ვ) მეექვსე რიგი – საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; ზ) მეშვიდე რიგი – დანარჩენი მოთხოვნები მზღვეველის მიმართ და დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.

9¹.„ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპენსიო აქტივები არ შედის გადახდისუუნარობის/გაკოტრების მასაში და მათზე არ ვრცელდება მზღვეველის მიმართ აღსრულების ღონისძიებები  „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

10.თუ არსებული თანხა არ არის საკმარისი ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების სრულად დასაფარავად, მაშინ ყველა შესაბამისი ვადადამდგარი რიგის მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, რომლებიც იფარება სრულად.

11.ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1469 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5675 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3340 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.

რედაქციების შედარება

1. თუ ამ კანონის 33 3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხის მომზადებისას დადგინდება მზღვეველის გადახდისუუნარობა, მზღვეველის ლიკვიდატორი ვალდებულია აცნობოს სამსახურს, რის საფუძველზედაც სამსახური იღებს მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას. 2. მზღვეველის გადახდისუუნარობის დადგენისას სამსახური უფლებამოსილია დაიწყოს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების გარეშე. ამ შემთხვევაში გაკოტრების მმართველი პირველ რიგში ასრულებს ამ კანონის 33 3 მუხლით ლიკვიდატორისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს. 3. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისთანავე ჩერდება იძულებითი აღსრულება. 4. სამსახურის გადაწყვეტილებით ინიშნება გაკოტრების მმართველი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მზღვეველის ადმინისტრატორისათვის დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს. 5. გაკოტრების მმართველი ვალდებულია: ა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს განცხადება მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის ვადაში; ეს განცხადება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს პირველი გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. ამ განცხადებითვე დგინდება მზღვეველის ვალდებულება კრედიტორებისადმი. მზღვეველის კრედიტორებმა გაკოტრების მმართველს განცხადების მეორედ გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლების მითითებით; ბ) აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. 6. გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია საჯარო აუქციონზე ან სხვა ხელსაყრელი ფორმით, სამსახურის მიერ დადგენილი წესით გაყიდოს მზღვეველის აქტივები, სხვა მზღვეველს გადასცეს სადაზღვევო პოლისებზე მოთხოვნის უფლება, სხვა იურიდიულ პირს გადასცეს აქტივებზე მოთხოვნის უფლება და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებათა გადაცემას. 7. გაკოტრების მმართველს დანიშვნის დღიდან უფლება აქვს: ა) შეწყვიტოს გარიგება მზღვეველის თანამშრომლის დაქირავების შესახებ; ბ) შეწყვიტოს მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის განხორციელებაშიც მზღვეველი მონაწილეობდა; გ) გაასხვისოს მზღვეველის აქტივები და ვალდებულებები (მათ შორის, სადაზღვევო პორტფელი) ან მათი ნაწილი სხვა იურიდიულ პირზე; დ) დაფაროს მზღვეველის კრედიტორთა მოთხოვნები დადგენილი თანამიმდევრობის დაცვით ერთჯერადი ან ნაწილ-ნაწილ გადახდით. 8. გაკოტრების მმართველის ანაზღაურება მის მიერ შესრულებული მოვალეობების ადეკვატური უნდა იყოს. გაკოტრების მმართველის ანაზღაურებას განსაზღვრავს სამსახური. სამსახური უფლებამოსილია საკუთარი სახსრებით აანაზღაუროს გაკოტრების მმართველის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება. 9. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დროს ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. ყველა სხვამოთხოვნები კანონიერიუნდა მოთხოვნადაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით უნდა დაკმაყოფილდეს:თანამიმდევრობით: ა) პირველი რიგი – გაკოტრების  მმართველის  დანიშვნასთან  და მის მიერ მოვალეობების შესრულებასთანშესრულე-ბასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება, აგრეთვე ვალდებულებები, რომლებიც წარმოეშვა მზღვეველს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა;შემდეგ; ბ) მეორე რიგი – უზრუნველყოფილი კრედიტორები, გარდა საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნისა; გ) მესამე  რიგი  –  კრედიტორთა  მოთხოვნები, რომელთა საფუძველია სიცოცხლისა და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა. სიცოცხლის დაზღვევის  ვალდებულებათა ოდენობა განისაზღვრება მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებისათვის – სიცოცხლის დაზღვევის რეზერვის ოდენობით; დ) მეოთხე  რიგი – კრედიტორთა  მოთხოვნები,  რომელთა  საფუძველია უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულება; ე) მეხუთე რიგი – ყველა სხვა კრედიტორის მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს ყველა სხვა დაზღვევის ხელშეკრულებიდან; ვ) მეექვსე რიგი – საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; ზ) მეშვიდე რიგი – დანარჩენი მოთხოვნები მზღვეველის მიმართ და დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები. 10. თუ არსებული თანხა არ არის საკმარისი ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების სრულად დასაფარავად, მაშინ ყველა შესაბამისი ვადადამდგარი რიგის მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, რომლებიც იფარება სრულად. 11. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1469 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5675 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2023
  2. 14 იან. 2020· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2019
  3. 16 ოქტ. 2013
  4. 15 აპრ. 2013· გამოქვეყნდა 4 აპრ. 2013
წინა მუხლი 33³შემდეგი მუხლი 33⁵

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გადახდის უძლურობის欺诈3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-28 · №37

0
ციტირებულია მუხლი
4
ცვლილება
ბოლო 2023-07-19
4
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 33³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დაზღვევის შესახებ

  • 33⁵მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება
  • 33³მზღვეველის ლიკვიდაცია
  • 33⁷„ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინიციატორის მიმართ იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციის ან გაკოტრების რეჟიმის წარმოება

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 99გაკოტრების მმართველის დანიშვნა
  • 100გაკოტრების მმართველის უფლებები და მოვალეობები
  • 106გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და გაკოტრების რეჟიმის შეწყვეტა

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 31აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის განხორციელების წესი

მეწარმეთა შესახებ

  • 82სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ კრედიტორებისთვის შეტყობინების ვალდებულება
  • 83ლიკვიდატორი
  • 90ლიკვიდაციის პროცესის განახლება დარჩენილი ქონების აღმოჩენის ან დამატებითი სალიკვიდაციო მოქმედებების განხორციელების აუცილებლობის გამო

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 39მიკრობანკის ლიკვიდაცია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10¹მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10¹33³33⁵33⁷31991001068283903933⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაზღვევის შესახებრეაბილიტაციისა და კრედ…საინვესტიციო ფონდების …მეწარმეთა შესახებმიკრობანკების საქმიანო…მიკროსაფინანსო ორგანიზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026