Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებმუხლი 4

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

მუხლი 4. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების აღსრულებადობა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023
თემები:სამშენებლო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.ურთიერთგაქვითვის შეთანხმება აღსრულებადია მისი პირობების შესაბამისად, მათ შორის, გადახდისუუნარო მხარის მიმართ, გარკვეულ შემთხვევაში − გარანტორის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ, რომელიც თავდებად უდგება ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მხარეს. დაუშვებელია აღნიშნული შეთანხმების მოქმედების შეჩერება, იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადება ან სხვაგვარად შეზღუდვა ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი სხვა პირის ნებისმიერი ქმედებით, რეჟიმთან დაკავშირებული კანონის ნებისმიერი დებულებით, რომელიც ამოქმედებულია გადახდისუუნარო მხარის მიმართ, ან ამ კანონის ნებისმიერი სხვა დებულებით, რომელიც გამოიყენება გადახდისუუნარო მხარის მიმართ, თუ ურთიერთგაქვითვის შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

2.რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში მხარის მიწოდების ან გადახდის ერთადერთი ვალდებულება (მისი არსებობის შემთხვევაში) ურთიერთგაქვითვის შეთანხმების შესაბამისად გამოთვლილი ნეტვალდებულების ტოლია.

3.მხარის მიმართ რეჟიმის ამოქმედებისას, ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში მეორე მხარის მიწოდების ან გადახდის მიღების მოთხოვნის ყველა უფლება ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე დაანგარიშებული ნეტმოთხოვნის ტოლია.

4.ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი სხვა პირის უფლებამოსილება, შეწყვიტოს ან საცილო გახადოს რომელიმე გარიგება ან ხელშეკრულება, არ დააბრკოლებს ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში ან მასთან დაკავშირებით დადებული ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ყველა გადახდის ან/და მიწოდების ვალდებულების ან/და მოთხოვნის უფლების შეწყვეტას, ლიკვიდაციას ან/და დაჩქარებას. თუ ეს უფლებამოსილება მაინც იქნა გამოყენებული, იგი გამოიყენება ყველა ასეთი კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხოლოდ ნეტთანხის მიმართ, რომელიც შესაბამისი ურთიერთგაქვითვის შეთანხმების დებულებების შესაბამისად დაანგარიშდება.

5.ურთიერთგაქვითვის შეთანხმების იმ დებულებებზე, რომლებიც განსაზღვრავს ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულების ფარგლებში შეწყვეტილი ან/და დაჩქარებული გადახდის ან/და მიწოდების ვალდებულების ან/და მოთხოვნის უფლების საბოლოო, საბაზრო, სალიკვიდაციო ან ჩანაცვლების ღირებულების დაანგარიშებით ნეტბალანსს, არ გავრცელდება შესაბამისი კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც ზღუდავს გადახდისუუნარო მხარესა და მეორე მხარეს შორის  არსებული ვალდებულებების, გადასახდელი თანხის ან შეწყვეტის ღირებულების ურთიერთგაქვითვას ან მოთხოვნათა გაქვითვას.

6.ადმინისტრაციულ ან მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორს, გაკოტრების მმართველს/რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს, დროებით ადმინისტრატორს, სპეციალურ მმართველს ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელ სხვა პირს უფლება არა აქვს, შეწყვიტოს ან სადავო გახადოს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი ქმედება: ა) ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში გადახდისუუნარო მხარის მიერ მეორე მხარისთვის თანხის, ფინანსური გირავნობის საგნის ან ნებისმიერი სხვა უფლების გადაცემა, მისი შეცვლა ან ჩანაცვლება; ბ) მიწოდების ან გადახდის ვალდებულება, რომელიც გადახდისუუნარო მხარეს წარმოეშვა მეორე მხარის მიმართ ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში ან მასთან დაკავშირებით და რომელიც მიიჩნევა სხვა კრედიტორისთვის ზიანის მომტან ან უპირატესობის მიმნიჭებელ ქმედებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ნათელი და უტყუარი მტკიცებულება, რომ გადახდისუუნარო მხარემ განახორციელა აღნიშნული გადარიცხვა (გადაცემა) ან აიღო ვალდებულება მხოლოდ იმ განზრახვით, რომ ხელი შეეშალა, დაეყოვნებინა ან მოეტყუებინა ნებისმიერი პირი, რომელიც გადახდისუუნარო მხარის კრედიტორია ან მისი კრედიტორი გახდა ამ გადარიცხვის (გადაცემის) ან მიწოდების ან გადახდის ვალდებულების წარმოშობის დროს ან ამის შემდეგ.

7.„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37 2 მუხლის მე-2 პუნქტითა და 37​ 11 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სასამართლოს, ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი სხვა პირის მიერ გამოყენებული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები ან მორატორიუმი ვერ შეზღუდავს ან ვერ დააყოვნებს კანონის შესაბამისად დადებული და აღსრულებადი ურთიერთგაქვითვის შეთანხმების აღსრულებას ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების შესაბამისად.

8.თუ მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, არცერთი მხარე არ არის ვალდებული, ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში  ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაციისას, საკუთრებაში მიღებისას ან ლიკვიდაციისას, აგრეთვე ნეტინგის შემთხვევაში გადახდის ან/და მიწოდების ვალდებულებების ან/და მოთხოვნის უფლებების შეწყვეტისას, ლიკვიდაციისას ან/და დაჩქარებისას მეორე მხარეს ან ნებისმიერ სხვა პირს გაუგზავნოს წინასწარი შეტყობინება ან მიიღოს მისგან თანხმობა ან მისცეს მას დამატებითი ვადა. ეს მუხლი არ ახდენს გავლენას შესაბამის გამოსაყენებელ სამართლის ნორმებზე, რომლებიც მხარეს ავალდებულებს, რეალიზაციის, საკუთრებაში მიღებისა და ლიკვიდაციის პროცესები კომერციულად გონივრული გზით განახორციელოს.

9.ამ მუხლის მიზნებისთვის ურთიერთგაქვითვის შეთანხმება ასეთად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი დებულებები უკავშირდება ისეთ შეთანხმებას, ხელშეკრულებას ან გარიგებას, რომელიც არ არის კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება. ამასთანავე, ურთიერთგაქვითვის შეთანხმება მიიჩნევა ნამდვილად და მოქმედად მხოლოდ ისეთი გარიგების მიმართ, რომელიც არის კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება ამ კანონის შესაბამისად.

10.ამ მუხლის მიზნებისთვის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება ასეთად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი დებულებები უკავშირდება ისეთ გარიგებას, რომელიც არ არის ურთიერთგაქვითვის შეთანხმება ან კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება. ამასთანავე, ამავე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ასეთი დაშვება გამოიყენება მხოლოდ ისეთი შეთანხმების, ხელშეკრულების ან გარიგების მიმართ, რომელიც არის  ურთიერთგაქვითვის შეთანხმება ან კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება ამ კანონის შესაბამისად.

11.ამ მუხლის მიზნებისთვის ურთიერთგაქვითვის შეთანხმება და მის ფარგლებში დადებული ყველა კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება არის ერთიანი შეთანხმება.

12.ამ მუხლის მიზნებისთვის ტერმინი „ურთიერთგაქვითვის შეთანხმება“ მოიცავს აგრეთვე მრავალფილიალიან მხარესთან დადებულ ურთიერთგაქვითვის შეთანხმებას.

13.ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მხარე შეიძლება იყოს საჯარო დაწესებულება, საქართველოს ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ადგილობრივი ან უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, საინვესტიციო ფონდი, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული, ცენტრალური კონტრაჰენტი, ანგარიშსწორების აგენტი, საკლირინგო დაწესებულება.

14.ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მხარე შეიძლება იყოს აგრეთვე პირი (გარდა ფიზიკური პირისა), მათ შორის, ამხანაგობა, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, თუ შეთანხმების მეორე მხარე არის ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული პირი. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7174  – ვებგვერდი, 25.09.2020წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3937 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ურთიერთგაქვითვის შეთანხმება აღსრულებადია მისი პირობების შესაბამისად, მათ შორის, გადახდისუუნარო მხარის მიმართ, გარკვეულ შემთხვევაში − გარანტორის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ, რომელიც თავდებად უდგება ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მხარეს. დაუშვებელია აღნიშნული შეთანხმების მოქმედების შეჩერება, იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადება ან სხვაგვარად შეზღუდვა ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი სხვა პირის ნებისმიერი ქმედებით, რეჟიმთან დაკავშირებული კანონის ნებისმიერი დებულებით, რომელიც ამოქმედებულია გადახდისუუნარო მხარის მიმართ, ან ამ კანონის ნებისმიერი სხვა დებულებით, რომელიც გამოიყენება გადახდისუუნარო მხარის მიმართ, თუ ურთიერთგაქვითვის შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. 2. რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში მხარის მიწოდების ან გადახდის ერთადერთი ვალდებულება (მისი არსებობის შემთხვევაში) ურთიერთგაქვითვის შეთანხმების შესაბამისად გამოთვლილი ნეტვალდებულების ტოლია. 3. მხარის მიმართ რეჟიმის ამოქმედებისას, ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში მეორე მხარის მიწოდების ან გადახდის მიღების მოთხოვნის ყველა უფლება ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე დაანგარიშებული ნეტმოთხოვნის ტოლია. 4. ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი სხვა პირის უფლებამოსილება, შეწყვიტოს ან საცილო გახადოს რომელიმე გარიგება ან ხელშეკრულება, არ დააბრკოლებს ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში ან მასთან დაკავშირებით დადებული ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ყველა გადახდის ან/და მიწოდების ვალდებულების ან/და მოთხოვნის უფლების შეწყვეტას, ლიკვიდაციას ან/და დაჩქარებას. თუ ეს უფლებამოსილება მაინც იქნა გამოყენებული, იგი გამოიყენება ყველა ასეთი კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხოლოდ ნეტთანხის მიმართ, რომელიც შესაბამისი ურთიერთგაქვითვის შეთანხმების დებულებების შესაბამისად დაანგარიშდება. 5. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების იმ დებულებებზე, რომლებიც განსაზღვრავს ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულების ფარგლებში შეწყვეტილი ან/და დაჩქარებული გადახდის ან/და მიწოდების ვალდებულების ან/და მოთხოვნის უფლების საბოლოო, საბაზრო, სალიკვიდაციო ან ჩანაცვლების ღირებულების დაანგარიშებით ნეტბალანსს, არ გავრცელდება შესაბამისი კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც ზღუდავს გადახდისუუნარო მხარესა და მეორე მხარეს შორის  არსებული ვალდებულებების, გადასახდელი თანხის ან შეწყვეტის ღირებულების ურთიერთგაქვითვას ან მოთხოვნათა გაქვითვას. 6. ადმინისტრაციულ ან მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორს, გაკოტრების მმართველს/რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს, დროებით ადმინისტრატორს, სპეციალურ მმართველს ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელ სხვა პირს უფლება არა აქვს, შეწყვიტოს ან სადავო გახადოს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი ქმედება: ა) ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში გადახდისუუნარო მხარის მიერ მეორე მხარისთვის თანხის, ფინანსური გირავნობის საგნის ან ნებისმიერი სხვა უფლების გადაცემა, მისი შეცვლა ან ჩანაცვლება; ბ) მიწოდების ან გადახდის ვალდებულება, რომელიც გადახდისუუნარო მხარეს წარმოეშვა მეორე მხარის მიმართ ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში ან მასთან დაკავშირებით და რომელიც მიიჩნევა სხვა კრედიტორისთვის ზიანის მომტან ან უპირატესობის მიმნიჭებელ ქმედებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ნათელი და უტყუარი მტკიცებულება, რომ გადახდისუუნარო მხარემ განახორციელა აღნიშნული გადარიცხვა (გადაცემა) ან აიღო ვალდებულება მხოლოდ იმ განზრახვით, რომ ხელი შეეშალა, დაეყოვნებინა ან მოეტყუებინა ნებისმიერი პირი, რომელიც გადახდისუუნარო მხარის კრედიტორია ან მისი კრედიტორი გახდა ამ გადარიცხვის (გადაცემის) ან მიწოდების ან გადახდის ვალდებულების წარმოშობის დროს ან ამის შემდეგ. 7. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37 2 მუხლის მე-2 პუნქტითა და 37​ 11 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სასამართლოს, ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი სხვა პირის მიერ გამოყენებული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები ან მორატორიუმი ვერ შეზღუდავს ან ვერ დააყოვნებს კანონის შესაბამისად დადებული და აღსრულებადი ურთიერთგაქვითვის შეთანხმების აღსრულებას ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების შესაბამისად. 8. თუ მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, არცერთი მხარე არ არის ვალდებული, ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში  ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაციისას, საკუთრებაში მიღებისას ან ლიკვიდაციისას, აგრეთვე ნეტინგის შემთხვევაში გადახდის ან/და მიწოდების ვალდებულებების ან/და მოთხოვნის უფლებების შეწყვეტისას, ლიკვიდაციისას ან/და დაჩქარებისას მეორე მხარეს ან ნებისმიერ სხვა პირს გაუგზავნოს წინასწარი შეტყობინება ან მიიღოს მისგან თანხმობა ან მისცეს მას დამატებითი ვადა. ეს მუხლი არ ახდენს გავლენას შესაბამის გამოსაყენებელ სამართლის ნორმებზე, რომლებიც მხარეს ავალდებულებს, რეალიზაციის, საკუთრებაში მიღებისა და ლიკვიდაციის პროცესები კომერციულად გონივრული გზით განახორციელოს. 9. ამ მუხლის მიზნებისთვის ურთიერთგაქვითვის შეთანხმება ასეთად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი დებულებები უკავშირდება ისეთ შეთანხმებას, ხელშეკრულებას ან გარიგებას, რომელიც არ არის კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება. ამასთანავე, ურთიერთგაქვითვის შეთანხმება მიიჩნევა ნამდვილად და მოქმედად მხოლოდ ისეთი გარიგების მიმართ, რომელიც არის კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება ამ კანონის შესაბამისად. 10. ამ მუხლის მიზნებისთვის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება ასეთად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი დებულებები უკავშირდება ისეთ გარიგებას, რომელიც არ არის ურთიერთგაქვითვის შეთანხმება ან კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება. ამასთანავე, ამავე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ასეთი დაშვება გამოიყენება მხოლოდ ისეთი შეთანხმების, ხელშეკრულების ან გარიგების მიმართ, რომელიც არის  ურთიერთგაქვითვის შეთანხმება ან კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება ამ კანონის შესაბამისად. 11. ამ მუხლის მიზნებისთვის ურთიერთგაქვითვის შეთანხმება და მის ფარგლებში დადებული ყველა კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება არის ერთიანი შეთანხმება. 12. ამ მუხლის მიზნებისთვის ტერმინი „ურთიერთგაქვითვის შეთანხმება“ მოიცავს აგრეთვე მრავალფილიალიან მხარესთან დადებულ ურთიერთგაქვითვის შეთანხმებას. 13. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მხარე შეიძლება იყოს საჯარო დაწესებულება, საქართველოს ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ადგილობრივი ან უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, საინვესტიციო ფონდი, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული, ცენტრალური კონტრაჰენტი, ანგარიშსწორების აგენტი, საკლირინგო დაწესებულება. 14. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მხარე შეიძლება იყოს აგრეთვე პირი (გარდა ფიზიკური პირისა), მათ შორის, ამხანაგობა, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, თუ შეთანხმების მეორე მხარე არის ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული პირი. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7174  – ვებგვერდი, 25.09.2020წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3937 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
  2. 1 აპრ. 2021· გამოქვეყნდა 25 სექ. 2020
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დავა შესრულების გარანტიაზესერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-15 · №4

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2023-12-27
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

კომერციული ბანკები… 11კომერციული ბანკები… 37²მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 61ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა
  • 40რეგულირებული შეთანხმების შესრულება
  • 103გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში გადახდისუუნარობის მასიდან მიღებული თანხების განაწილება

ფაქტორინგის შესახებ

  • 28ურთიერთგაქვითვის შეთანხმება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 442ვალდებულებათა გაქვითვის შესაძლებლობა
  • 442¹ურთიერთგაქვითვა და საბოლოო ურთიერთგაქვითვა
  • 446ვალდებულებათა გაქვითვა შესრულების სხვადასხვა ადგილის არსებობისას

დაზღვევის შესახებ

  • 33⁶ურთიერთგაქვითვა და საბოლოო ურთიერთგაქვითვა
  • 33⁵მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 40ურთიერთგაქვითვა და საბოლოო ურთიერთგაქვითვა

საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

  • 22- შესრულების ზედამხედველობა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37¹³ურთიერთგაქვითვა და საბოლოო ურთიერთგაქვითვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
33⁶33⁵442442¹4461137²37¹³2211614010340284
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…ფინანსური გირავნობის, …რეაბილიტაციისა და კრედ…ფაქტორინგის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…დაზღვევის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 15 დეკ. 2023