რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 64. რეაბილიტაციის რეჟიმში მმართველობის საკითხის გადაწყვეტა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანასთან ერთად ამ მუხლით დადგენილი წესით წყვეტს რეაბილიტაციის რეჟიმში მმართველობის საკითხს, კერძოდ: ა) თუ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ მოვალის განცხადებით პირდაპირ არის მოთხოვნილი მოვალის მართვაში დატოვება, სასამართლო მოვალეს მართვაში ტოვებს, თუკი ამას გონივრულად და დასაბუთებულად მიიჩნევს; ბ) თუ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ კრედიტორის განცხადებით პირდაპირ არის მოთხოვნილი მოვალის მართვაში დატოვება, სასამართლო ისმენს მოვალის მოსაზრებას და მისი თანხმობით მოვალეს მართვაში ტოვებს, თუკი ამას გონივრულად და დასაბუთებულად მიიჩნევს; გ) თუ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ მოვალის განცხადებით პირდაპირ არის მოთხოვნილი რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნა, სასამართლო ამ კანონის მე-11 მუხლით ან 47-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით ნიშნავს რეაბილიტაციის მმართველს; დ) თუ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ კრედიტორის განცხადებით პირდაპირ არის მოთხოვნილი რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნა, სასამართლო ამ კანონის მე-11 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავს რეაბილიტაციის მმართველს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: დ.ა) მოვალე შესაგებელთან ერთად წარადგენს კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის წერილობით თანხმობას მოვალის მართვაში დატოვებაზე; დ.ბ) მოვალე სათანადოდ დაასაბუთებს, რომ იგი სამეწარმეო საქმიანობას უძღვებოდა კეთილსინდისიერად, სათანადო ზრუნვის მოვალეობის პრინციპის დაცვით და იმ გონივრული რწმენით, რომ მისი ქმედებები და გადაწყვეტილებები მისთვის ყველაზე ხელსაყრელი იყო.

2.სასამართლო მოვალის მართვაში დატოვებისას მოვალეს რეაბილიტაციის ზედამხედველს უნიშნავს. თავი VIII საცილო ქმედებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
207¹20726²787936267²1147507063512564
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…იპოთეკით დაცული ობლიგა…მეწარმეთა შესახებსაქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა