რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 85. რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შედეგი (ძალაში შესვლა)

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რეაბილიტაციის გეგმა ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებულია მისი ძალაში შესვლის განსხვავებული თარიღი, რომელიც უნდა იყოს არაუგვიანეს სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებიდან 1 თვისა.

2.რეაბილიტაციის გეგმის ძალაში შესვლის შემდეგ მისი შესრულება სავალდებულოა: ა) რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული ყველა მხარისთვის და იმ პირებისთვის, რომლებსაც ეს გეგმა ეხება; ბ) იმ კრედიტორებისთვის, რომელთა მოთხოვნებიც ამ კანონის შესაბამისად არ იქნა აღიარებული; გ) იმ კრედიტორებისთვის, რომლებმაც რეაბილიტაციის გეგმის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

3.ძალაში შესული რეაბილიტაციის გეგმა მოვალეს არ ათავისუფლებს: ა) იმ ვალისგან, რომელიც რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე წარმოიშვა, თუ კრედიტორს ამ კანონით დადგენილი წესით არ გაეგზავნა შეტყობინება და სავარაუდოა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ან/და ვერ იქნებოდა მოვალის მიმართ მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ; ბ) იმ საგადასახადო ვალდებულებისგან, რომელთან დაკავშირებითაც მან საგადასახადო დეკლარაცია თაღლითურად, მოტყუებით ან გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების მიზნით წარადგინა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
67207¹2642793064496881869485
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს საგადასახა…საგადასახადო დავალიანე…საქართველოს სივრცის და…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა