რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 86. დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის სასამართლოს მიერ გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილიმარიამ ჯორბენაძე

1.თუ გამოვლინდება, რომ რეაბილიტაციის გეგმა მოტყუებით ან თაღლითურად დამტკიცდა, სასამართლო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, დამტკიცებიდან არაუგვიანეს 6 თვისა გააუქმოს დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმა.

2.რეაბილიტაციის გეგმის გაუქმების შესახებ განჩინება უნდა ითვალისწინებდეს იმ კეთილსინდისიერი პირის სამართლებრივი დაცვის საშუალებებს,  რომლისთვისაც რეაბილიტაციის გეგმა სანდო და მართლზომიერი იყო. ამავე განჩინებით უქმდება მოვალის ვალდებულებებისგან გათავისუფლების პირობა.

3.ამ კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია დაინტერესებული კრედიტორის განცხადების საფუძველზე დამტკიცებულ რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილება შეიტანოს და, თუ კრედიტორის განცხადებას დასაბუთებულად მიიჩნევს, გაითვალისწინოს მისი მოთხოვნის კრედიტორთა შესაბამისი ჯგუფისთვის დადგენილი წესით, მოთხოვნის პროპორციულობის პრინციპის დაცვით დაკმაყოფილება. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო მოვალეს მოუსმენს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8207¹207313627267²498596841186
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სივრცის და…საქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…საგადასახადო დავალიანე…გარემოსდაცვითი პასუხის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა