მუხლი 115. კრედიტორის მიერ მიღებულის დაბრუნების ვალდებულება
1. თუ საქართველოში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მონაწილე კრედიტორი თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აღსრულების გადახდისუუნარობის მასის იმ აქტივების ხარჯზე განხორციელებით, რომლებიც საქართველოში არ მდებარეობს, აგრეთვე მოვალის მიერ გადახდით ან სხვაგვარად სარგებელს მიიღებს, მან მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს უნდა გადასცეს ის, რაც მიიღო. ამ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმები უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ.
2. საქართველოში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მონაწილე კრედიტორი ვალდებულია მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მის მიერ ნებისმიერი სახის დაკმაყოფილების მიღების თაობაზე.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
