მუხლი 116. უცხო ქვეყანაში გახსნილი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილების ცნობა
1. უცხო ქვეყანაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში არსებულ უძრავ ქონებას ან/და კრედიტორებს ეხება, ცნობილი უნდა იქნეს საქართველოს მიერ უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისთვის „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. გარდა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზოგადი საფუძვლებისა, უცხო ქვეყანაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილების ცნობა დაუშვებელია, თუ მისი ცნობის შედეგი აშკარად გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფუნდამენტური მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო იქნება.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
