მუხლი 23. რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზება
1. რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზება უნდა შეიცავდეს: ა) მოვალის საქმიანობის ანგარიშს; ბ) შეთავაზების პირობებს; გ) მითითებას მორატორიუმის გამოყენების თაობაზე; დ) შემთავაზებლის მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რატომ არის რეგულირებული შეთანხმების დადება სასურველი და მიზანშეწონილი; ე) შემთავაზებლის პოზიციას იმის თაობაზე, თუ რატომ არის მოსალოდნელი, რომ კრედიტორები მხარს დაუჭერენ რეგულირებულ შეთანხმებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება შემთავაზებელს ეკისრება მისთვის ცნობილი ინფორმაციის ფარგლებში.
3. შეთავაზება უნდა შეიცავდეს აგრეთვე თარიღს და შემთავაზებლის ხელმოწერას.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
