მუხლი 29. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიში
1. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველმა ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მოვალეს უნდა წარუდგინოს ანგარიში: ა) იმის თაობაზე, აქვს თუ არა რეგულირებულ შეთანხმებას დამტკიცებისა და განხორციელების გონივრული პერსპექტივა; ბ) იმის თაობაზე, აქვს თუ არა მოვალეს საკმარისი ფულადი სახსრები, რათა საქმიანობა განაგრძოს მორატორიუმის მოქმედების ვადის განმავლობაში.
2. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი უფლებამოსილია: ა) დაეყრდნოს მისთვის წარდგენილ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქვს მასში ეჭვის შეტანის საფუძველი; ბ) წერილობით მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია მოვალის საქმიანობის შესახებ.
3. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიშის განსახილველად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება (უნდა მიეთითოს კრედიტორთა კრების თარიღი, დრო და ადგილი).
4. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიში უნდა შეიცავდეს აგრეთვე თარიღსა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ხელმოწერას.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
