მუხლი 37. კრედიტორი, რომელსაც კრედიტორთა კრებაზე დასასწრები მოსაწვევი არ გაეგზავნა
1. თუ რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების შემდეგ გამოვლინდა ისეთი კრედიტორი, რომლის არსებობის შესახებ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველისთვის ცნობილი არ იყო და რომელსაც კრედიტორთა კრებაზე მიწვევის შემთხვევაში ექნებოდა ხმის უფლება, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ამ კრედიტორს დაუყოვნებლივ ატყობინებს, რომ მას აქვს უფლება, წერილობით წარადგინოს თავისი მოთხოვნა რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების თარიღის მდგომარეობით.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი თავის მოთხოვნას წერილობით არ წარადგენს, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი უფლებამოსილია ამორიცხოს ის იმ კრედიტორთა წრიდან, რომლებიც რეგულირებული შეთანხმების მხარეები არიან.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
