მუხლი 80. ახალი კრედიტორული მოთხოვნების დაკმაყოფილება
1. უზრუნველყოფილი კრედიტორების უფლებების შეულახავად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უპირატესობა ენიჭება სხვა კრედიტორული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან შედარებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი კრედიტორი თანახმაა სხვაგვარ დაკმაყოფილებაზე.
2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი ვალდებულება სრულდება მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადაში.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ახალი მოთხოვნის მქონე კრედიტორს უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში მორატორიუმის გაუქმების მოთხოვნით.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
