შრომის ინსპექციის შესახებ

მუხლი 17. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინფორმაციის გამოთხოვასა და ინსპექტირების განხორციელებასთან დაკავშირებული ნორმები არ ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველ მასალაზე.

2.შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია ამ კანონის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვასთან/დანაშაულის თავიდან აცილებასთან, დანაშაულის გამოძიებასა და პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია გამოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის განმახორციელებელ ორგანოებში (მათ შორის, იმ ორგანოებში, რომლებშიც შექმნილია ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ან/და ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის რეგისტრი/ქვერეგისტრი) ამ კანონის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული ინსპექტირების განხორციელება, დოკუმენტის ან/და ინფორმაციის გამოთხოვა, აგრეთვე სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში ინსპექტირების განხორციელებისას ფოტო- და ვიდეოტექნიკის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.

4.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალა შრომის ინსპექციის სამსახურისთვის ხელმისაწვდომია სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია სხვადასხვა ფორმით ითანამშრომლოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან.

6.შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, სხვა შესაბამის ზედამხედველობის განმახორციელებელ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით განახორციელოს ერთობლივი ინსპექტირება.

7.თუ შრომის ინსპექციის სამსახურს საქმიანობის განხორციელებისას გაუჩნდება ეჭვი, რომ ჩადენილია სამართალდარღვევა ან დანაშაული, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს, იგი ვალდებულია ეს დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოს.

8.შრომის ინსპექციის სამსახურისა და საგამოძიებო ორგანოების კოორდინირებული მუშაობისა და ფუნქციონირების წესი შესაძლებელია დადგინდეს, აგრეთვე ინფორმაციის გაცვლის საკითხები შესაძლებელია განისაზღვროს  მინისტრისა და შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის ერთობლივი ბრძანებით. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. თავი VI ინტერესთა შეუთავსებლობა და კონფიდენციალურობის დაცვა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინფორმაციის გამოთხოვასა და ინსპექტირების განხორციელებასთან დაკავშირებული ნორმები არ ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველ მასალაზე. 2. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია ამ კანონის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვასთან/დანაშაულის თავიდან აცილებასთან, დანაშაულის გამოძიებასა და პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია გამოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის განმახორციელებელ ორგანოებში (მათ შორის, იმ ორგანოებში, რომლებშიც შექმნილია ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ან/და ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის რეგისტრი/ქვერეგისტრი) ამ კანონის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული ინსპექტირების განხორციელება, დოკუმენტის ან/და ინფორმაციის გამოთხოვა, აგრეთვე სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში ინსპექტირების განხორციელებისას ფოტო- და ვიდეოტექნიკის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით. 4. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალა შრომის ინსპექციის სამსახურისთვის ხელმისაწვდომია სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია სხვადასხვა ფორმით ითანამშრომლოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან. 6. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, სხვა შესაბამის ზედამხედველობის განმახორციელებელ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით განახორციელოს ერთობლივი ინსპექტირება. 7. თუ შრომის ინსპექციის სამსახურს საქმიანობის განხორციელებისას გაუჩნდება ეჭვი, რომ ჩადენილია სამართალდარღვევა ან დანაშაული, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს, იგი ვალდებულია ეს დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოს. 8. შრომის ინსპექციის სამსახურისა და საგამოძიებო ორგანოების კოორდინირებული მუშაობისა და ფუნქციონირების წესი შესაძლებელია დადგინდეს, აგრეთვე ინფორმაციის გაცვლის საკითხები შესაძლებელია განისაზღვროს  მინისტრისა და შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის ერთობლივი ბრძანებით. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. თავი VI ინტერესთა შეუთავსებლობა და კონფიდენციალურობის დაცვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 25 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
290⁶75262719212035151161519417
მითითებამნიშვნელობით ახლოსშრომის ინსპექციის შესა…საქართველოს სახელმწიფო…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს შრომის კოდ…ენერგეტიკისა და წყალმო…სახელმწიფო საიდუმლოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა