შრომის ინსპექციის შესახებ

მუხლი 19. კონფიდენციალურობის დაცვა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

ნიკა ზოიძე

1.შრომის ინსპექტორი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არ გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გახდა ცნობილი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შრომის ინსპექტორს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. აღნიშნული ვალდებულება შრომის ინსპექტორს უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაშიც უნარჩუნდება.

2.შრომის ინსპექტორი უფლებამოსილი არ არის, გაამჟღავნოს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებული საჩივრის ავტორის ვინაობა, გარდა შრომის ინსპექტორის მიერ ინფორმაციის თავისი უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდების შემთხვევისა.

3.შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებული საჩივარი ან/და შრომის ინსპექტორის მიერ პირის გამოკითხვა სრულად არის დაცული კონფიდენციალურობის გარანტიით. შრომის ინსპექტორი და შრომის ინსპექციის სამსახურის ყველა თანამშრომელი ვალდებული არიან არ გაამჟღავნონ საჩივრის ავტორის ან/და გამოკითხული პირის ვინაობა. ინსპექტირების განხორციელებისას შრომის ინსპექციის სამსახური არ უთითებს, რომ ინსპექტირება საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

4.შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებული საჩივრის ავტორის ან/და გამოკითხული პირის ვინაობა (მის შესახებ ინფორმაცია) შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ ამ პირის თანხმობის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

5.შრომის ინსპექტორი ვალდებულია დაიცვას ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს დაინტერესებულ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, თუ არსებობს ამ ინფორმაციის მისთვის მიწოდების კანონიერი საფუძველი.

6.ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს შრომის ინსპექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას ან სხვა სახის დისციპლინურ პასუხისმგებლობას. თავი VII ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შრომითი ნორმების დარღვევისთვის და გასაჩივრების წესი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13³742535151181511383039319
მნიშვნელობით ახლოსსოციალური მუშაობის შეს…ადამიანის ქსოვილებისა …შრომის ინსპექციის შესა…ენერგეტიკისა და წყალმო…ოფიციალური სტატისტიკის…კორუფციის წინააღმდეგ ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა