მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 79. V კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) შენობა-ნაგებობის განმსაზღვრელი მახასიათებლები

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.V კლასის შენობა-ნაგებობები ხასიათდება რისკის მომეტებული ფაქტორით.

2.V კლასს განეკუთვნება: ა) სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც ხორციელდება საშიში საწარმოო პროცესები და გამოიყენება მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე მომუშავე მოწყობილობა, აგრეთვე საშიში ნივთიერებები, კერძოდ: ა.ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დამამზადებელი საწარმოები; ა.ბ) მაგისტრალური გაზსადენის საკომპრესორო ან/და გაზგამანაწილებელი სადგური წარმადობით 3000 მ.კბ/სთ და მეტი; ა.გ) დღე-ღამეში 100 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის მინერალური სასუქის მწარმოებელი საწარმოები; ა.დ) დღე-ღამეში 500 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის ნავთობ- და გაზგადამმუშავებელი საწარმოები; ა.ე) ჰაერის დაყოფის პროდუქტების (ჟანგბადი, აზოტი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი და ნეონჰელიუმის ნარევი) მწარმოებელი საწარმოები; ა.ვ) ქიმიური ბოჭკოს, პოლიმერული მასალების მწარმოებელი საწარმოები; ა.ზ) საღებავი მასალების მწარმოებელი საწარმოები, რომლებშიც მიმდინარეობს პროცესები ქიმიური ტექნოლოგიების გამოყენებით; ა.თ) ცელულოზაქაღალდის მწარმოებელი საწარმოები; ა.ი) რეზინტექნიკური ნაკეთობების მწარმოებელი საწარმოები; ა.კ) დღე-ღამეში 10 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის სპირტის საწარმოები; ა.ლ) ცივი და ცხელი ნაგლინის მწარმოებელი საწარმოები; ა.მ) შავი და ფერადი ლითონების ჩამოსხმის საწარმოები; ბ) 1000 მ 3 -ზე მეტი მოცულობის, 50 მ-ზე მეტი სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 30 მ-ზე მეტი ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე მეტია 24 მ-ზე; დ) ხაზობრივი ნაგებობები – I კატეგორიის (მაგისტრალური) ნავთობსადენი და გაზსადენი, I კატეგორიის (გარე ქსელი) წყალსადენი, I კატეგორიის წყალარინების მილი, I და II კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზი, I კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა, I კატეგორიის რკინიგზა, I კატეგორიის საავტომობილო გზა, ფუნიკულიორი, საჰაერო-საბაგირო გზა, გვირაბები; ე) ელექტროქვესადგური 330 კ.ვოლტი და მეტი; I კატეგორიის ელექტროსადგურები (თბოელექტრო-სადგური, ჰიდროელექტროსადგური 50 მვტ და მეტი); ვ) წყალსაცავი 100 000 მ 3 -ზე მეტი მოცულობისა; ზ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები – ტერმინალები, ავზების ჯამური მოცულობით 1000 მ 3 -ზე მეტი; თ) ნაგავსაყრელი ნაგებობა; ი) აეროდრომი კოდური აღნიშვნით 4D (ასაფრენი ზოლის სიგრძე 1800 მ-ზე მეტი და თვითმფრინავის ფრთების გაშლის სიგანე 36 მ-ზე მეტი) და მზიდუნარიანობით PCN 25-ზე მეტი; კ) გვირაბები და მეტროპოლიტენი; ლ),,ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის NN№11 დადგენილებითა და,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N№218 დადგენილებით გათვალისწინებული ასაშენებელი და სარეკონსტრუქციო ობიექტები, გარდა საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა, ასევე ობიექტები, რომელთა აშენებისა ან/და რეკონსტრუქციის ვალდებულება აქვს ინვესტორს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საავადმყოფოების აშენებისა ან/და რეკონსტრუქციის პირობით შეძენის საფუძველზე; მ) „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასაშენებელი სასტუმროები; ნ) საქართველოს რადიო-სარელეო სისტემის ანძები; ო) შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ასაშენებელი შენობა-ნაგებობები. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 მარტის დადგენილება №64-სსმ III, №24, 05.03.2010წ; მუხ.355 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №71-ვებგვერდი,15.02.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის დადგენილება №311 - ვებგვერდი, 31.07.2012წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №562 – ვებგვერდი, 30.09.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის დადგენილება №37 – ვებგვერდი, 06.02.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №474 - ვებგვერდი, 21.10.2016წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. V კლასის შენობა-ნაგებობები ხასიათდება რისკის მომეტებული ფაქტორით. 2. V კლასს განეკუთვნება: ა) სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც ხორციელდება საშიში საწარმოო პროცესები და გამოიყენება მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე მომუშავე მოწყობილობა, აგრეთვე საშიში ნივთიერებები, კერძოდ: ა.ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დამამზადებელი საწარმოები; ა.ბ) მაგისტრალური გაზსადენის საკომპრესორო ან/და გაზგამანაწილებელი სადგური წარმადობით 3000 მ.კბ/სთ და მეტი; ა.გ) დღე-ღამეში 100 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის მინერალური სასუქის მწარმოებელი საწარმოები; ა.დ) დღე-ღამეში 500 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის ნავთობ- და გაზგადამმუშავებელი საწარმოები; ა.ე) ჰაერის დაყოფის პროდუქტების (ჟანგბადი, აზოტი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი და ნეონჰელიუმის ნარევი) მწარმოებელი საწარმოები; ა.ვ) ქიმიური ბოჭკოს, პოლიმერული მასალების მწარმოებელი საწარმოები; ა.ზ) საღებავი მასალების მწარმოებელი საწარმოები, რომლებშიც მიმდინარეობს პროცესები ქიმიური ტექნოლოგიების გამოყენებით; ა.თ) ცელულოზაქაღალდის მწარმოებელი საწარმოები; ა.ი) რეზინტექნიკური ნაკეთობების მწარმოებელი საწარმოები; ა.კ) დღე-ღამეში 10 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის სპირტის საწარმოები; ა.ლ) ცივი და ცხელი ნაგლინის მწარმოებელი საწარმოები; ა.მ) შავი და ფერადი ლითონების ჩამოსხმის საწარმოები; ბ) 1000 მ 3 -ზე მეტი მოცულობის, 50 მ-ზე მეტი სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 30 მ-ზე მეტი ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე მეტია 24 მ-ზე; დ) ხაზობრივი ნაგებობები – I კატეგორიის (მაგისტრალური) ნავთობსადენი და გაზსადენი, I კატეგორიის (გარე ქსელი) წყალსადენი, I კატეგორიის წყალარინების მილი, I და II კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზი, I კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა, I კატეგორიის რკინიგზა, I კატეგორიის საავტომობილო გზა, ფუნიკულიორი, საჰაერო-საბაგირო გზა, გვირაბები; ე) ელექტროქვესადგური 330 კ.ვოლტი და მეტი; I კატეგორიის ელექტროსადგურები (თბოელექტრო-სადგური, ჰიდროელექტროსადგური 50 მვტ და მეტი); ვ) წყალსაცავი 100 000 მ 3 -ზე მეტი მოცულობისა; ზ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები – ტერმინალები, ავზების ჯამური მოცულობით 1000 მ 3 -ზე მეტი; თ) ნაგავსაყრელი ნაგებობა; ი) აეროდრომი კოდური აღნიშვნით 4D (ასაფრენი ზოლის სიგრძე 1800 მ-ზე მეტი და თვითმფრინავის ფრთების გაშლის სიგანე 36 მ-ზე მეტი) და მზიდუნარიანობით PCN 25-ზე მეტი; კ) გვირაბები და მეტროპოლიტენი; ლ),,ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის NN№11 დადგენილებითა და,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N№218 დადგენილებით გათვალისწინებული ასაშენებელი და სარეკონსტრუქციო ობიექტები, გარდა საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა, ასევე ობიექტები, რომელთა აშენებისა ან/და რეკონსტრუქციის ვალდებულება აქვს ინვესტორს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საავადმყოფოების აშენებისა ან/და რეკონსტრუქციის პირობით შეძენის საფუძველზე; მ) „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასაშენებელი სასტუმროები; ნ) საქართველოს რადიო-სარელეო სისტემის ანძები; ო) შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ასაშენებელი შენობა-ნაგებობები. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 მარტის დადგენილება №64-სსმ III, №24, 05.03.2010წ; მუხ.355 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №71-ვებგვერდი,15.02.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის დადგენილება №311 - ვებგვერდი, 31.07.2012წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №562 – ვებგვერდი, 30.09.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის დადგენილება №37 – ვებგვერდი, 06.02.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №474 - ვებგვერდი, 21.10.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №41 · ძალაშია 21 ოქტ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია მომხმარებელი საწარმოები და დარჩა მხოლოდ ჰაერის დაყოფის პროდუქტების მწარმოებელი საწარმოები.

  2. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „ო“ ქვეპუნქტი, რომლითაც V კლასში ხვდება გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ასაშენებელი, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობები.

  3. V კლასის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ახლა ეხება მაგისტრალური გაზსადენის საკომპრესორო ან/და გაზგამანაწილებელ სადგურს 3000 მ.კბ/სთ და მეტი წარმადობით, მაღალი წნევის გაზის სადგურების ძველი ფორმულირების ნაცვლად.

  4. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი გაფართოვდა №218 დადგენილებით გათვალისწინებულ ობიექტებზე, ხოლო დაემატა „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები V კლასის ობიექტების ჩამონათვალში.

  5. 79-ე მუხლის V კლასის ჩამონათვალს დაემატა „ლ“ ქვეპუნქტი ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმით გათვალისწინებული ასაშენებელი და სარეკონსტრუქციო ობიექტების შესახებ, მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა; ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2008 წლის 15 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1415961398915 (დ…3 (და…2 (და…509599 (და…79
მნიშვნელობით ახლოსგანსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…პროდუქტის უსაფრთხოების…სამშენებლო პროდუქტების…ტერიტორიების გამოყენებ…