ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

მუხლი 9 (დანართი 1). მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-4)

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 18 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა წარმოადგენს საცხოვრებელი ზონის ერთგვაროვან ქვეზონას, სადაც დომინირებს საცხოვრებელი სახლები. აგრეთვე, დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა.

2.ნებადართული სახეობებია: ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა); ბ) სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; გ) კვების და სავაჭრო ობიექტი, რომელიც ემსახურება შესაბამის განაშენიანებას; დ) სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება; ე) მცირე ზომის სახელოსნო, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; ვ) რელიგიური/საკულტო, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი; ზ) სასტუმრო; თ) პროფესიული სასწავლებელი; ი) ოფისი; კ) საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; ლ) ადმინისტრაციული ობიექტი; მ) ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა; ნ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების ობიექტი.

3.საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს: ა) სამეწარმეო ობიექტი, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; ბ) სავაჭრო ცენტრი; გ) უმაღლესი სასწავლებელი და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივნ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3837784432927458 (და…7 (და…11 (დ…9 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს სივრცის და…კურორტებისა და საკურორ…სამოქალაქო უსაფრთხოები…კულტურული მემკვიდრეობი…საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა