პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 4

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 11 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დაზიანების აღრიცხვის ფორმის შევსებისას სამედიცინო პერსონალი, პაციენტის თანხმობით, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს დაზიანების ფერადი ფოტოგადაღება ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ფოტოაპარატით.

2.იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტი აცხადებს, რომ აწამეს და ან მის მიმართ განხორციელდა სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, თუმცა არ აღენიშნება რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება, ექიმი მაინც ახდენს სხეულის იმ ნაწილების ფოტოგადაღებას, რომლებზეც, პაციენტის მითითებით, მას დაზიანებები მიადგა.

3.ფოტოგრაფირების დროს გამოყენებული უნდა იყოს სახაზავი ან სხვა საშუალება, დაზიანების მასშტაბის განსაზღვრის მიზნით.

4.ფოტოსურათზე აღნიშნული უნდა იყოს ფოტოგრაფირების თარიღი და დრო, საათისა და წუთის მითითებით, ასევე შემთხვევის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (დაზიანების აღრიცხვის ფორმის ნომერი და პაციენტის ინიციალები).

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
174540861473682276471394
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციურ დაწესებულე…ჯანმრთელობის დაცვის შე…პენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…პაციენტის უფლებების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა