Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 47

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 47. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღების წესი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. პატიმრობის დაწესებულებაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ბრალდებულის დაქტილოსკოპირება განხორციელდეს ელექტრონული მოწყობილობით და სათანადო მონაცემები აისახოს ელექტრონულ არქივში. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი და ბრალდებულის სიტყვიერი პორტრეტი ინახება ბრალდებულის პირად საქმეში, რომელიც მისი მსჯავრდების შემთხვევაში გადაეგზავნება შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას.

2.ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათსა და ფოტოსურათის ელექტრონულ ვერსიას პატიმრობის დაწესებულება დაქტილოსკოპირებიდან და ფოტოგრაფირებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

3.ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული და მისი პირადი ნივთები საგულდაგულოდ მოწმდება და ამის შესახებ დგება შესაბამისი აქტი. ბრალდებულის შემოწმებას ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი.

4.პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება. მას ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების ექიმი. ბრალდებულის სამედიცინო შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში პატიმრობის დაწესებულების ექიმი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ, ამ კოდექსის 139-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.

5.ბრალდებულს დაუყოვნებლივ, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა გააცნონ მისი უფლებები და მოვალეობები, მის მიმართ მოსამსახურეთა მოპყრობის წესები, მის მიერ ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესები, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და სახეები, დისციპლინური სამართალწარმოების წესები, აგრეთვე მის მიმართ წაყენებული სხვა მოთხოვნები. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2026

    მე-2 ნაწილში პატიმრობის დაწესებულების მიერ მონაცემების გაგზავნის 7-დღიანი ვადა სამუშაო დღეებად დაკონკრეტდა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 46შემდეგი მუხლი 48

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • 1 ცვლილება · ბოლო 1 ივნ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 139

მიუთითებენ მასზე

მუხლი 87

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 41ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების საფუძველი
  • 42შეტყობინება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ
  • 55მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღების წესი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 174დაკავების წესი
  • 177შეტყობინება დაკავების, დაპატიმრების ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ
  • 175დაკავების ოქმი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 309ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი
  • 245ადმინისტრაციული დაკავება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 23პირის დაპატიმრება გადაცემის მიზნით

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • 7¹ (დანართი 1)

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 39

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 94არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ინფორმირება საჩივრის შეტანის უფლების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2330924517417717539947¹ (დ…1398741425547
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს გარემოს და…ხელშეკრულება საქართველ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026