დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1

რედაქცია №6

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდეს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ - დანართი №1.

2.დამტკიცდეს „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი №2.

3.დამტკიცდეს „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი №3.

3¹.დამტკიცდეს „საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ დევნილი ოჯახის სათანადო ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის განაცხადის ფორმა“ - დანართი №3 1 .

4.დამტკიცდეს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“ – დანართი №4.

5.დამტკიცდეს „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმა“ – დანართი №5 და „აღწერის ფორმა“ - დანართი №6.

6.დამტკიცდეს „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ – დანართი №7 და „სოციალური კრიტერიუმი“ – დანართი №8.

7.დამტკიცდეს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – დანართი №9.

8.შეიქმნას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია და მისი დებულება დამტკიცდეს დანართი №10-ის შესაბამისად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 15.10.2026წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
56111221824145 (და…6¹ (დ…21101
მნიშვნელობით ახლოსდევნილთა საცხოვრებლით …საქართველოს ოკუპირებულ…სახელმწიფო საკუთრებაში…სამედიცინო-სოციალური ე…ჩერნობილის ატომურ ელექ…სოციალურად დაუცველი ოჯ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა