პენიტენციური კოდექსი

მუხლი 110. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი პირობები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

2.ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი ფართობის ნორმა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და პატიმრობის დაწესებულებაში/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 4 კვ. მ-ზე ნაკლები.

3.ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს აგრეთვე ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით.

4.ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არის ორსული ქალი, მეძუძური დედა, ავადმყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან ხანდაზმული (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან), უნდა ჰქონდეს მისი სპეციფიკური საჭიროებების შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები.

5.პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს გონივრულ ფარგლებში უქმნის ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს, რომლებიც უნდა მიესადაგებოდეს პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურას და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ამ დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული, ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის ჩამონათვალი განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი ფართობის ნორმა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და პატიმრობის დაწესებულებაში/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 4 კვ. მ-ზე ნაკლები. 3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს აგრეთვე ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით. 4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არის ორსული ქალი, მეძუძური დედა, ავადმყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან ხანდაზმული (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან), უნდა ჰქონდეს მისი სპეციფიკური საჭიროებების შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები. 5. პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს გონივრულ ფარგლებში უქმნის ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს, რომლებიც უნდა მიესადაგებოდეს პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურას და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ამ დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული, ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის ჩამონათვალი განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
378²17²122844¹1464³83614311146110
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს ოკუპირებულ…ქალთა მიმართ ძალადობის…საქართველოს მოქალაქეთა…სააღმზრდელო საქმიანობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა