ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

მუხლი 1

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 14 ივლ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მიზანია ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ პირის ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან, შესაბამისი საურავისა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამისი თანხის გადახდისგან გათავისუფლება, რომელმაც 2020 წლის 18 აგვისტომდე ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151 1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და რომლის მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან იმავე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იმ მიწის ნაკვეთზე ან განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის იმ არეალში ჩაიდინა, სადაც საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141 3 მუხლის ან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103 3 მუხლის შესაბამისად ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტია განთავსებული.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1111112111311
მნიშვნელობით ახლოსადმინისტრაციული სახდელ…ადმინისტრაციული სახდელ…ადმინისტრაციული სახდელ…ადმინისტრაციული სახდელ…ადმინისტრაციული სახდელ…ადმინისტრაციული სახდელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა