მეწარმეთა შესახებ

მუხლი 138. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ შენატანის განხორციელება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პარტნიორი ვალდებულია შეთანხმებული შენატანი განახორციელოს ფულადი სახით ან არაფულადი სახით, თუ არაფულადი შენატანი წესდებით აკრძალული არ არის.

2.საერთო კრება უფლებამოსილია გაათავისუფლოს პარტნიორი შენატანის განხორციელების ვალდებულებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შენატანის განხორციელება აუცილებელია კრედიტორთა მოთხოვნების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი ინტერესის დასაკმაყოფილებლად.

3.თუ შენატანის განხორციელების ვალდებულებისგან გათავისუფლება ეხება ნომინალური ღირებულების მქონე წილს, გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ განთავსებული კაპიტალის შესაბამისად შემცირებით.

4.შენატანი უნდა განხორციელდეს წესდებით ან პარტნიორთა შეთანხმებით დადგენილი წესით. შენატანის სრულად ან ნაწილობრივ განხორციელება წილების განთავსებისთანავე სავალდებულო არ არის. შენატანის განხორციელების ვადის თაობაზე შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში შენატანი უნდა განხორციელდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში, რომელიც განისაზღვრება ამ საზოგადოების საჭიროების, პარტნიორთა ქონებრივი მდგომარეობისა და შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9329409384613¹1437²642413996138
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…სანოტარო მოქმედებათა შ…სასოფლო-სამეურნეო კოოპ…დაგროვებითი პენსიის შე…დეპოზიტების დაზღვევის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა