Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 137

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 137. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:აქციებით ტრანზაქციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლება აქვთ პარტნიორებს.

2.თუ წესდებით ან ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას არ აქვს უფლება, განათავსოს გამოშვებული წილები ან პირთა განუსაზღვრელ წრეს შესთავაზოს წილების ნებისმიერი პირობებით განთავსება, ვიდრე იგი პარტნიორებს წერილობით არ შესთავაზებს გამოშვებული წილების იმავე პირობებით შეძენას და ამისთვის გონივრულ ვადას არ განუსაზღვრავს.

3.გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების შეთავაზების შემთხვევაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ პარტნიორს ამ უფლების გამოყენებისთვის უნდა მისცეს გონივრული ვადა, მაგრამ არანაკლებ 14 დღისა.

4.გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლება მოქმედებს წილის პროპორციულად, თუ ყველა პარტნიორი ამ უფლების გამოყენების სხვა წესზე არ შეთანხმდა. თუ პროპორციულობის დაცვით შეთავაზებული წილები პარტნიორებს შორის ზუსტად ვერ ნაწილდება, იმ წილების უპირატესი შესყიდვის წესს, რომლებიც პარტნიორებს შორის ვერ ნაწილდება, ხმათა უმრავლესობით განსაზღვრავენ პარტნიორები.

5.პარტნიორს, რომელსაც აქვს გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლება, შეუძლია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში უარი თქვას აღნიშნულ უფლებაზე ნებისმიერი მესამე პირის სასარგებლოდ.

6.ახალი წილის გამოშვებისას მისი უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს პარტნიორთა გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების სულ მცირე 3/4-ის უმრავლესობით. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს მოხსენების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია აღნიშნული უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის გონივრული საფუძვლები და დასაბუთებულია წილის გადაცემის ღირებულება.

რედაქციების შედარება

1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლება აქვთ პარტნიორებს. 2. თუ წესდებით ან ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას არ აქვს უფლება, განათავსოს გამოშვებული წილები ან პირთა განუსაზღვრელ წრეს შესთავაზოს წილების ნებისმიერი პირობებით განთავსება, ვიდრე იგი პარტნიორებს წერილობით არ შესთავაზებს გამოშვებული წილების იმავე პირობებით შეძენას და ამისთვის გონივრულ ვადას არ განუსაზღვრავს. 3. გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების შეთავაზების შემთხვევაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ პარტნიორს ამ უფლების გამოყენებისთვის უნდა მისცეს გონივრული ვადა, მაგრამ არანაკლებ 14 დღისა. 4. გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლება მოქმედებს წილის პროპორციულად, თუ ყველა პარტნიორი ამ უფლების გამოყენების სხვა წესზე არ შეთანხმდა. თუ პროპორციულობის დაცვით შეთავაზებული წილები პარტნიორებს შორის ზუსტად ვერ ნაწილდება, იმ წილების უპირატესი შესყიდვის წესს, რომლებიც პარტნიორებს შორის ვერ ნაწილდება, ხმათა უმრავლესობით განსაზღვრავენ პარტნიორები. 5. პარტნიორს, რომელსაც აქვს გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლება, შეუძლია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში უარი თქვას აღნიშნულ უფლებაზე ნებისმიერი მესამე პირის სასარგებლოდ. 6. ახალი წილის გამოშვებისას მისი უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს პარტნიორთა გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების სულ მცირე 3/4-ის უმრავლესობით. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს მოხსენების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია აღნიშნული უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის გონივრული საფუძვლები და დასაბუთებულია წილის გადაცემის ღირებულება.

წინა მუხლი 136შემდეგი მუხლი 138

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • წილების შეძენის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 167აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება
  • 136წილის სახეები და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ ახალი წილების გამოშვება
  • 142შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენა

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 15¹სავალდებულო სატენდერო შეთავაზება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 517ნივთის მოსალოდნელი გაყიდვის შესახებ შეტყობინების მოვალეობა
  • 933მესამე პირისათვის წილის გადაცემის დაუშვებლობა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁶სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენა

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

  • 10სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თანამესაკუთრის/მოიჯარის უპირატესი შესყიდვის უფლება

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 48განსაკუთრებული უფლებების ფარგლები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 48გამოსყიდვა შერწყმისას

მაუწყებლობის შესახებ

  • 62ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის საკუთრების ცვლილება

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 45შერეული შესყიდვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4815¹309²⁶51793362104816713614245137
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…მიწის მიზნობრივი დანიშ…საქართველოს საპატენტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025