დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 37². საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 ივნ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა (მათ შორის, ამ ვალდებულების ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა) არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და იწვევს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

2.საპენსიო ფონდი ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად ან/და დამსაქმებლის შემოწმების/მონიტორინგის განხორციელებისას მიღებული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე ახდენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განსახორციელებლად კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირებას, აგრეთვე ავლენს საპენსიო შენატანის ზედმეტობით განხორციელების ფაქტს.

3.საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არსებობის ან/და მისი დარღვევის იდენტიფიცირება ხდება და საპენსიო ფონდი შემოწმებას ახორციელებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საპენსიო ფონდის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

4.ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისთვის დამსაქმებელს საპენსიო ფონდის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება: ა) ჯარიმა; ბ) მონაწილის მიუღებელი სარგებელი − ამ კანონითა და საპენსიო ფონდის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

5.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დამსაქმებლის მიმართ ჯარიმის გამოყენება მას არ ათავისუფლებს მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვისგან/გადახდისგან და საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებისგან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შესაბამისი საპენსიო შენატანი სრულად საკუთარი ხარჯით (დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე) განახორციელოს. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ეს მუხლი კანონში არ იყო.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 2018 – 1 ივნ. 2027 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 17 სექ. 2026

    37² მუხლი შენატანის ვალდებულების დარღვევას აცხადებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და ადგენს გამოვლენის წესს, პასუხისმგებლობის სახეებს და შენატანის საკუთარი ხარჯით გადახდის ვალდებულებას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
412914647637³37⁵182526525637²
მნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…გარემოსდაცვითი პასუხის…ნარჩენების მართვის კოდ…ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს ადმინისტრა…შრომის უსაფრთხოების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა