მეწარმეთა შესახებ

მუხლი 238. კოოპერატივის წევრის გარდაცვალება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კოოპერატივის წევრის გარდაცვალებისას წევრობა მის მემკვიდრეებზე გადადის. კოოპერატივის წევრის მემკვიდრეებს შეუძლიათ საერთო კრებაზე ხმის უფლება მხოლოდ ერთი საერთო წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელონ.

2.წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ კოოპერატივის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში წევრობის გაგრძელება დამოკიდებული გახდეს მისი მემკვიდრის პიროვნულ შესაძლებლობებზე. მემკვიდრეობის რამდენიმე მემკვიდრის მიერ მიღების შემთხვევაში წესდებით შეიძლება ასევე გათვალისწინებული იყოს, რომ კოოპერატივის წევრობა შეწყდება, თუ იგი წესდებით განსაზღვრულ ვადებში კოოპერატივის წევრის ერთ-ერთ მემკვიდრეს არ გადაეცემა. ამ შემთხვევაში კოოპერატივის წევრობა წყდება იმ სამეურნეო წლის ბოლოს, როდესაც სამკვიდრო გაიხსნა. შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 235-ე მუხლით დადგენილი წესები.

3.კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია კოოპერატივის წევრის გარდაცვალების შესახებ აღნიშნოს კოოპერატივის წევრთა რეესტრში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
121448132114309012342352342402334245238
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებდაგროვებითი პენსიის შე…ნებაყოფლობითი კერძო პე…სასოფლო-სამეურნეო კოოპ…სამომხმარებლო კოოპერაც…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა