Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 45

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 45. საპენსიო აქტივების გადატანა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ყველა საპენსიო სქემა უნდა ითვალისწინებდეს ამ მუხლის შესაბამისად საპენსიო აქტივების გადატანის შესაძლებლობასა და წესებს.

2.ჯგუფური საპენსიო სქემის მონაწილეს უფლება აქვს, გადაიტანოს საპენსიო აქტივები, თუ შეწყდა დამსაქმებელთან მისი შრომითი ურთიერთობა, შეწყდა მისი წევრობა დასაქმებულთა გაერთიანებაში, პროფესიულ ორგანიზაციაში ან შეწყდა მისი დამსაქმებლის წევრობა დამსაქმებელთა გაერთიანებაში.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ჯგუფური საპენსიო სქემის მონაწილეს უფლება აქვს, საპენსიო აქტივები გადაიტანოს სხვა საპენსიო სქემაში შემდეგ შემთხვევებში: ა) იმ მზღვეველის, აქტივების მმართველი კომპანიის ან საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციისას, გადახდისუუნარობისას ან გაკოტრებისას, რომელმაც დააფუძნა და დაარეგისტრირა ჯგუფური საპენსიო სქემა; ბ) ჯგუფური საპენსიო სქემის შეწყვეტისას; გ) საპენსიო კომპანიის სხვა საპენსიო კომპანიასთან შერწყმისას.

4.ინდივიდუალური საპენსიო სქემის მონაწილეს უფლება აქვს, საპენსიო აქტივები გადაიტანოს სხვა ინდივიდუალურ საპენსიო სქემაში შემდეგ შემთხვევებში: ა) იმ მზღვეველის ან აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციისას, გადახდისუუნარობისას ან გაკოტრებისას, რომელმაც დააფუძნა და დაარეგისტრირა ინდივიდუალური საპენსიო სქემა; ბ) ინდივიდუალური საპენსიო სქემის შეწყვეტისას.

5.საპენსიო სქემის მონაწილეს უფლება აქვს, საპენსიო აქტივები სხვა საპენსიო სქემაში გადაიტანოს ამ საპენსიო სქემის საპენსიო სქემის წესების შესაბამისად განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

6.თუ მონაწილეს სურს საპენსიო აქტივები, რომლებზედაც მას აქვს უფლებები, გადაიტანოს სხვა საპენსიო სქემაში, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველს ან საპენსიო კომპანიას და წარუდგინოს მას ალტერნატიულ საპენსიო სქემაში საპენსიო აქტივების გადატანაზე ამ საპენსიო სქემის დამფუძნებლის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7.მონაწილის საპენსიო სქემაში მონაწილეობა წყდება მის მიერ ამ მუხლის შესაბამისად შეტყობინების უზრუნველყოფიდან 10 კალენდარული დღის შემდეგ. აღნიშნულ დღეს საპენსიო აქტივების გადარიცხვა უნდა განხორციელდეს გადამცემი საპენსიო სქემიდან (სქემა, რომელსაც მონაწილე ტოვებს) მიმღებ საპენსიო სქემაში (სქემა, რომელსაც მონაწილე უერთდება).

8.გადასარიცხი თანხის მოცულობა შეადგენს პირად საპენსიო ანგარიშზე ბოლო შეფასების თარიღისთვის დაფიქსირებული საპენსიო აქტივების ღირებულებას, შესაბამისი გადასახდელი ხარჯების გამოკლებით.

9.სამსახური ნორმატიული აქტით ადგენს საპენსიო აქტივების გადატანის წესს.

წინა მუხლი 44შემდეგი მუხლი 46

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 19 ივლ. 2023

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 7უფლება საპენსიო აქტივებზე
  • 22საპენსიო სქემის რეგისტრაცია
  • 6პირადი საპენსიო ანგარიში

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 24მონაწილის უფლება საპენსიო აქტივებზე
  • 32პენსიის დანიშვნა და გაცემა საპენსიო ასაკში
  • 34საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 16¹სისტემის ოპერატორის შერწყმა ან/და წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების გასხვისება ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 15ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი

მეწარმეთა შესახებ

  • 172აქციონერის უფლებები
  • 238კოოპერატივის წევრის გარდაცვალება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52³საპენსიო ფონდის ზედამხედველობა

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 10შრომითი ურთიერთობა, სოციალური დაცვა და საპენსიო უზრუნველყოფა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1052³2432341516¹172238722645
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…ენერგეტიკისა და წყალმო…ფულის გათეთრებისა და ტ…მეწარმეთა შესახებსაქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026