Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 42

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 42. პენსიის გაცემა ბენეფიციარისთვის

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023
თემები:ქონების დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.მონაწილეს უფლება აქვს, საპენსიო სქემაში გაწევრებისას ბენეფიციარად განსაზღვროს ნებისმიერი მესამე პირი, რომელსაც მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში გადაეცემა მონაწილის უფლებები საპენსიო აქტივებზე (საპენსიო დანაგროვზე). ამ შემთხვევაში მონაწილე ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი მესამე პირის იდენტიფიცირება ყველა საჭირო ფორმით. მონაწილე უფლებამოსილია საპენსიო სქემაში მონაწილეობის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეცვალოს მის მიერ საპენსიო სქემაში გაწევრებისას განსაზღვრული ბენეფიციარი.

2.მესამე პირის ბენეფიციარად განსაზღვრა უნდა მოხდეს სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი დოკუმენტით.

3.მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მის მიერ განსაზღვრულ ბენეფიციარს ეცნობება მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე არსებულ საპენსიო აქტივებზე მისი უფლებების შესახებ, რომელთა განხორციელებაც შეუძლია ერთ-ერთი შემდეგი გზით: ა) გადაიტანოს აღნიშნულ პირად საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო დანაგროვი საკუთარ პირად საპენსიო ანგარიშზე; ბ) პირადი საპენსიო ანგარიშის არქონის შემთხვევაში გახსნას ასეთი ანგარიში აღნიშნული საპენსიო სქემის ფარგლებში; გ) გაიტანოს (მიიღოს) პენსია.

4.თუ მონაწილეს არ განუსაზღვრავს ბენეფიციარი ან მის მიერ განსაზღვრული ბენეფიციარი გარდაიცვალა, მონაწილის გარდაცვალებისას მის პირად საპენსიო ანგარიშზე არსებულ საპენსიო აქტივებზე უფლებები გადაეცემა (გადაეცემათ) მის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში მემკვიდრეს (მემკვიდრეებს) ეცნობება (ეცნობებათ) მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე არსებულ საპენსიო აქტივებზე მისი (მათი) უფლების შესახებ, რომლის განხორციელებაც შეუძლია (შეუძლიათ) ერთ-ერთი შემდეგი გზით: ა) გადაიტანოს (გადაიტანონ) აღნიშნულ პირად საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო დანაგროვი საკუთარ პირად საპენსიო ანგარიშზე; ბ) პირადი საპენსიო ანგარიშის არქონის შემთხვევაში გახსნას (გახსნან) ასეთი ანგარიში აღნიშნული საპენსიო სქემის ფარგლებში; გ) გაიტანოს (გაიტანონ) (მიიღოს (მიიღონ)) პენსია.

5.თუ პენსიის გაცემა დაწყებულია ამ კანონის შესაბამისად პროგრამული გატანის ფორმით, მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში დარჩენილი თანხა გაიცემა მემკვიდრეზე/ბენეფიციარზე ამ მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად.

6.თუ პენსიის გაცემა დაწყებულია ანუიტეტის ხელშეკრულების საფუძველზე, მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში შესაბამის საპენსიო დანაგროვზე უფლებები განისაზღვრება ანუიტეტის ხელშეკრულებით.

7.პენსიის მემკვიდრეზე/ბენეფიციარზე გაცემის შემთხვევაში მას სრულად მიენიჭება მონაწილისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული შეღავათები.

წინა მუხლი 41შემდეგი მუხლი 43

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სიმდიდრის გადაცემის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ხათუნა მანჯგალაძე

ხათუნა მანჯგალაძე

ბიზნეს იურისტი ექსტრემალური და უცხოელი ინვესტორებისთვის,

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 19 ივლ. 2023

  • ციტირებულია 1 მუხლი

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 7უფლება საპენსიო აქტივებზე
  • 45საპენსიო აქტივების გადატანა
  • 40პენსიის გაცემის ფორმები და პენსიის მიღების უფლება

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 34საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა
  • 32პენსიის დანიშვნა და გაცემა საპენსიო ასაკში
  • 33პენსიის დანიშვნა და გაცემა მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 15ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი

მეწარმეთა შესახებ

  • 238კოოპერატივის წევრის გარდაცვალება

სახელმწიფო პენსიის შესახებ

  • 18პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში
  • 12პენსიონერის უფლება-მოვალეობები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹³⁸საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 847ანაზღაურების უფლების გადაცემა მესამე პირისათვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁸18128473432331523827454042
მითითებამნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…ფულის გათეთრებისა და ტ…მეწარმეთა შესახებსახელმწიფო პენსიის შეს…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026