Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებმუხლი 22

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

მუხლი 22. ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობების ბათილობა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი არსებობისა, ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს და იწვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების გაუმართლებელ დისბალანსს მომხმარებლის საზიანოდ, მათ შორის, მისი ბუნდოვანების გამო. მხოლოდ ხელშეკრულების საგნის რაობა ან მისი საპასუხო შესრულებასთან შესაბამისობა არ მიიჩნევა შეუსაბამობად.

2.ხელშეკრულების სტანდარტული პირობის უსამართლობის შეფასებისას გაითვალისწინება ხელშეკრულების საგანი, ხელშეკრულების დადების დროს არსებული გარემოებები, რომლებმაც ხელშეკრულებაში ამ პირობის არსებობა განაპირობა, და ხელშეკრულების სხვა პირობები. აღნიშნული პირობის უსამართლობის შეფასებისას არ გაითვალისწინება არც ხელშეკრულების ძირითადი საგნის არსი და არც ფასისა და ანაზღაურების მისაწოდებელ საქონელთან ან მომსახურებასთან შესაბამისობა.

3.ბათილია ხელშეკრულების შემდეგი უსამართლო სტანდარტული პირობები: ა) დებულება, რომელიც გამორიცხავს ან ზღუდავს მოვაჭრის პასუხისმგებლობას მომხმარებლის გარდაცვალების, მისი ჯანმრთელობის დაზიანების ან უხეში გაუფრთხილებლობით მისთვის სხვა სახის ზიანის მიყენების გამო, თუ ეს გარემოება მოვაჭრის მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად დადგა; ბ) დებულება, რომელიც უსამართლოდ ზღუდავს ან გამორიცხავს მომხმარებლის მიერ მოვაჭრის ან მესამე პირის მიმართ მოთხოვნის წარდგენას მოვაჭრის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან ნაკლიანი შესრულების გამო, ან დებულება, რომელიც გამორიცხავს მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის შესაძლებლობას; გ) დებულება, რომელიც მომხმარებელს ავალდებულებს, შეასრულოს ხელშეკრულების პირობა მაშინ, როდესაც მოვაჭრის მიერ ვალდებულების შესრულება მხოლოდ მის ნებაზე დამოკიდებული პირობის დადგომით არის განპირობებული; დ) დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, დააკავოს მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა, როდესაც მომხმარებელი უარს ამბობს ხელშეკრულების დადებაზე ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულებიდან გასვლა მოვაჭრის ინიციატივით ხდება და ის, რასაც მომხმარებელი მისი შესრულებით იღებს, ამ თანხის შესაბამისი არ არის; ე) დებულება, რომელიც მოვაჭრეს ათავისუფლებს ვალდებულებისგან, მომხმარებელს თავისი ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადა განუსაზღვროს; ვ) დებულება, რომელიც ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მომხმარებელს ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის გადახდის ვალდებულებას აკისრებს ან მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, მომხმარებელს გაწეული ხარჯების ანაზღაურებისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა მოსთხოვოს; ზ) დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, ცალმხრივად თქვას უარი ხელშეკრულებაზე მაშინ, როდესაც მომხმარებელს არ ეძლევა ასეთივე უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, ან დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, დააკავოს მომხმარებლის მიერ ისეთი მომსახურების მიღებისთვის გადახდილი თანხა, რომელიც მოვაჭრეს ჯერ არ გაუწევია, მაშინ, როდესაც ხელშეკრულებაზე უარი მოვაჭრემ თქვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დებულება კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებაზე უთითებს; თ) დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, უარი თქვას განუსაზღვრელი ვადით დადებულ ხელშეკრულებაზე მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გონივრულ ვადაში გაგზავნის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულებაზე უარის თქმის მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს; ი) დებულება, რომლითაც განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება მომხმარებლის თანხმობის გარეშე, ავტომატურად გრძელდება ან რომლითაც მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის ან გაგრძელების ნების გამოსავლენად არაგონივრულად მცირე ვადაა დადგენილი; კ) დებულება, რომლითაც მოვაჭრე მომხმარებელს ამა თუ იმ სამუშაოს შესრულებისთვის შეუსაბამოდ დიდ ან აშკარად მცირე ვადას უწესებს ან რომლითაც მოვაჭრე საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად კანონით დადგენილი ნორმებით გათვალისწინებულისგან განსხვავებულ, შეუსაბამოდ დიდ ვადებს აწესებს ან რომლითაც ვადები ბუნდოვნად არის განსაზღვრული; ლ) დებულება, რომელიც მომხმარებელს ბოჭავს იმ პირობებით, რომელთა გაცნობის რეალური შესაძლებლობა მას ხელშეკრულების დადებამდე არ ჰქონდა; მ) დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, ხელშეკრულებით განსაზღვრული საფუძვლიანი მიზეზის გარეშე, ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არის დადებული და მოვაჭრე ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ შეტყობინებას მომხმარებელს გონივრულ ვადაში გაუგზავნის, ხოლო მომხმარებელს უფლება ექნება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე; ნ) დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, ყოველგვარი მნიშვნელოვანი საფუძვლის გარეშე, ცალმხრივად შეცვალოს საქონლის ან მომსახურების თვისებები/მახასიათებლები; ო) დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, საქონლის ან მომსახურების მიწოდების მომენტში დაადგინოს საქონლის ან მომსახურების ფასი ან მისი ფასი ისე გაზარდოს, რომ მომხმარებელს არ მიეცეს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესაძლებლობა, თუ საქონლის ან მომსახურების საბოლოო ფასი ხელშეკრულების დადების მომენტში დადგენილ ფასს მნიშვნელოვნად აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფასის ინდექსირება კანონით ნებადართულია და წინასწარ დადგენილი მეთოდოლოგიით ხორციელდება; პ) დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, განსაზღვროს, შეესაბამება თუ არა საქონელი ან მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, ან ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა ცალმხრივად განმარტოს; ჟ) დებულება, რომელიც ზღუდავს მოვაჭრის ვალდებულებას, უზრუნველყოს მისი წარმომადგენლის მიერ აღებული ვალდებულების შესრულება ან ნაკისრი ვალდებულებები ფორმალურ მოთხოვნებს დაუქვემდებაროს; რ) დებულება, რომელიც მომხმარებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ავალებს, იმის მიუხედავად, ასრულებს თუ არა მოვაჭრე მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი ვალდებული იყო, თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა, ან დებულება, რომელიც მომხმარებელს უზღუდავს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებას, სხვა საფუძვლით თქვას უარი ვალდებულების შესრულებაზე; ს) დებულება, რომლითაც მოვაჭრე ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებებს და ნაკისრ ვალდებულებებს სხვა პირს გადასცემს, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ხელშეკრულების პირობების შესრულების გარანტიის შესუსტება და რაზედაც მომხმარებელს თანხმობა არ მიუცია; ტ) დებულება, რომელიც ზღუდავს ან გამორიცხავს მომხმარებლის სამართლებრივი დაცვის უფლებას, მათ შორის, დებულება, რომელიც მომხმარებელს ავალდებულებს, თავისი უფლებები მხოლოდ ისეთ არბიტრაჟში დაიცვას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ რეგულირდება, ან მომხმარებელს უზღუდავს შესაძლებლობას, მოიპოვოს მტკიცებულებები, ან მომხმარებელს აკისრებს მტკიცების ტვირთს მაშინ, როდესაც, კანონის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი ხელშეკრულების მეორე მხარეს ეკისრება.

4.ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ უსამართლო სტანდარტული პირობა ხელშეკრულების არსებითი პირობა არ არის და სავარაუდოა, რომ ხელშეკრულება მისი ბათილი ნაწილის გარეშეც დაიდებოდა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი არსებობისა, ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს და იწვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების გაუმართლებელ დისბალანსს მომხმარებლის საზიანოდ, მათ შორის, მისი ბუნდოვანების გამო. მხოლოდ ხელშეკრულების საგნის რაობა ან მისი საპასუხო შესრულებასთან შესაბამისობა არ მიიჩნევა შეუსაბამობად. 2. ხელშეკრულების სტანდარტული პირობის უსამართლობის შეფასებისას გაითვალისწინება ხელშეკრულების საგანი, ხელშეკრულების დადების დროს არსებული გარემოებები, რომლებმაც ხელშეკრულებაში ამ პირობის არსებობა განაპირობა, და ხელშეკრულების სხვა პირობები. აღნიშნული პირობის უსამართლობის შეფასებისას არ გაითვალისწინება არც ხელშეკრულების ძირითადი საგნის არსი და არც ფასისა და ანაზღაურების მისაწოდებელ საქონელთან ან მომსახურებასთან შესაბამისობა. 3. ბათილია ხელშეკრულების შემდეგი უსამართლო სტანდარტული პირობები: ა) დებულება, რომელიც გამორიცხავს ან ზღუდავს მოვაჭრის პასუხისმგებლობას მომხმარებლის გარდაცვალების, მისი ჯანმრთელობის დაზიანების ან უხეში გაუფრთხილებლობით მისთვის სხვა სახის ზიანის მიყენების გამო, თუ ეს გარემოება მოვაჭრის მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად დადგა; ბ) დებულება, რომელიც უსამართლოდ ზღუდავს ან გამორიცხავს მომხმარებლის მიერ მოვაჭრის ან მესამე პირის მიმართ მოთხოვნის წარდგენას მოვაჭრის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან ნაკლიანი შესრულების გამო, ან დებულება, რომელიც გამორიცხავს მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის შესაძლებლობას; გ) დებულება, რომელიც მომხმარებელს ავალდებულებს, შეასრულოს ხელშეკრულების პირობა მაშინ, როდესაც მოვაჭრის მიერ ვალდებულების შესრულება მხოლოდ მის ნებაზე დამოკიდებული პირობის დადგომით არის განპირობებული; დ) დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, დააკავოს მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა, როდესაც მომხმარებელი უარს ამბობს ხელშეკრულების დადებაზე ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულებიდან გასვლა მოვაჭრის ინიციატივით ხდება და ის, რასაც მომხმარებელი მისი შესრულებით იღებს, ამ თანხის შესაბამისი არ არის; ე) დებულება, რომელიც მოვაჭრეს ათავისუფლებს ვალდებულებისგან, მომხმარებელს თავისი ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადა განუსაზღვროს; ვ) დებულება, რომელიც ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მომხმარებელს ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის გადახდის ვალდებულებას აკისრებს ან მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, მომხმარებელს გაწეული ხარჯების ანაზღაურებისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა მოსთხოვოს; ზ) დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, ცალმხრივად თქვას უარი ხელშეკრულებაზე მაშინ, როდესაც მომხმარებელს არ ეძლევა ასეთივე უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, ან დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, დააკავოს მომხმარებლის მიერ ისეთი მომსახურების მიღებისთვის გადახდილი თანხა, რომელიც მოვაჭრეს ჯერ არ გაუწევია, მაშინ, როდესაც ხელშეკრულებაზე უარი მოვაჭრემ თქვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დებულება კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებაზე უთითებს; თ) დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, უარი თქვას განუსაზღვრელი ვადით დადებულ ხელშეკრულებაზე მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გონივრულ ვადაში გაგზავნის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულებაზე უარის თქმის მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს; ი) დებულება, რომლითაც განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება მომხმარებლის თანხმობის გარეშე, ავტომატურად გრძელდება ან რომლითაც მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის ან გაგრძელების ნების გამოსავლენად არაგონივრულად მცირე ვადაა დადგენილი; კ) დებულება, რომლითაც მოვაჭრე მომხმარებელს ამა თუ იმ სამუშაოს შესრულებისთვის შეუსაბამოდ დიდ ან აშკარად მცირე ვადას უწესებს ან რომლითაც მოვაჭრე საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად კანონით დადგენილი ნორმებით გათვალისწინებულისგან განსხვავებულ, შეუსაბამოდ დიდ ვადებს აწესებს ან რომლითაც ვადები ბუნდოვნად არის განსაზღვრული; ლ) დებულება, რომელიც მომხმარებელს ბოჭავს იმ პირობებით, რომელთა გაცნობის რეალური შესაძლებლობა მას ხელშეკრულების დადებამდე არ ჰქონდა; მ) დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, ხელშეკრულებით განსაზღვრული საფუძვლიანი მიზეზის გარეშე, ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არის დადებული და მოვაჭრე ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ შეტყობინებას მომხმარებელს გონივრულ ვადაში გაუგზავნის, ხოლო მომხმარებელს უფლება ექნება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე; ნ) დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, ყოველგვარი მნიშვნელოვანი საფუძვლის გარეშე, ცალმხრივად შეცვალოს საქონლის ან მომსახურების თვისებები/მახასიათებლები; ო) დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, საქონლის ან მომსახურების მიწოდების მომენტში დაადგინოს საქონლის ან მომსახურების ფასი ან მისი ფასი ისე გაზარდოს, რომ მომხმარებელს არ მიეცეს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესაძლებლობა, თუ საქონლის ან მომსახურების საბოლოო ფასი ხელშეკრულების დადების მომენტში დადგენილ ფასს მნიშვნელოვნად აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფასის ინდექსირება კანონით ნებადართულია და წინასწარ დადგენილი მეთოდოლოგიით ხორციელდება; პ) დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, განსაზღვროს, შეესაბამება თუ არა საქონელი ან მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, ან ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა ცალმხრივად განმარტოს; ჟ) დებულება, რომელიც ზღუდავს მოვაჭრის ვალდებულებას, უზრუნველყოს მისი წარმომადგენლის მიერ აღებული ვალდებულების შესრულება ან ნაკისრი ვალდებულებები ფორმალურ მოთხოვნებს დაუქვემდებაროს; რ) დებულება, რომელიც მომხმარებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ავალებს, იმის მიუხედავად, ასრულებს თუ არა მოვაჭრე მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი ვალდებული იყო, თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა, ან დებულება, რომელიც მომხმარებელს უზღუდავს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებას, სხვა საფუძვლით თქვას უარი ვალდებულების შესრულებაზე; ს) დებულება, რომლითაც მოვაჭრე ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებებს და ნაკისრ ვალდებულებებს სხვა პირს გადასცემს, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ხელშეკრულების პირობების შესრულების გარანტიის შესუსტება და რაზედაც მომხმარებელს თანხმობა არ მიუცია; ტ) დებულება, რომელიც ზღუდავს ან გამორიცხავს მომხმარებლის სამართლებრივი დაცვის უფლებას, მათ შორის, დებულება, რომელიც მომხმარებელს ავალდებულებს, თავისი უფლებები მხოლოდ ისეთ არბიტრაჟში დაიცვას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ რეგულირდება, ან მომხმარებელს უზღუდავს შესაძლებლობას, მოიპოვოს მტკიცებულებები, ან მომხმარებელს აკისრებს მტკიცების ტვირთს მაშინ, როდესაც, კანონის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი ხელშეკრულების მეორე მხარეს ეკისრება. 4. ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ უსამართლო სტანდარტული პირობა ხელშეკრულების არსებითი პირობა არ არის და სავარაუდოა, რომ ხელშეკრულება მისი ბათილი ნაწილის გარეშეც დაიდებოდა.
წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-15 · №3

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 23

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 23ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილობასთან დაკავშირებული გამონაკლისები
  • 21ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ნამდვილობა
  • 24უსამართლო კომერციული საქმიანობის აკრძალვა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 346ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო პირობათა ბათილობა
  • 348ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილობის სხვა საფუძვლები
  • 347ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილობა

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 35სამართლის არჩევა მხარეების მიერ
  • 38სოციალური დაცვის იმპერატიული ნორმები
  • 27გარიგების ნამდვილობა

საზღვაო კოდექსი

  • 326—

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 60¹ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

მეწარმეთა შესახებ

  • 39საერთო კრების გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის ბათილობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
60¹3263463483473538273923212422
მითითებამნიშვნელობით ახლოსმომხმარებლის უფლებების…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო კერძო სამ…საზღვაო კოდექსისაქართველოს ზოგადი ადმ…მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 15 დეკ. 2023