ლექსიკონი

მომხმარებელი

კანონში განსაზღვრული 6 განმარტება

ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც სთავაზობენ ან რომელიც ყიდულობს, ქირაობს ან იღებს ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტს პირადი მოხმარების/გამოყენების მიზნით, მიუხედავად იმისა, მოქმედებს თუ არა ის თავისი სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის ფარგლებში

ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც სთავაზობენ ან რომელიც იძენს ან შემდგომ იყენებს საქონელს ან მომსახურებას უპირატესად პირადი მოხმარების მიზნით და არა სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად

ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიულ პირი, რომლისთვისაც პროდუქტი ხელმისაწვდომი გახდა, როგორც მომხმარებლისთვის, პირადი მოხმარებისთვის ან/და სამრეწველო/პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად

პირი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას, მაგრამ მის მიმართ ჩამოყალიბებული არა აქვს ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულება

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)