1.განუსაზღვრელი ვადით დადებული ფინანსური მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დებულება ბათილად არ მიიჩნევა, თუ ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლიანი მიზეზი არსებობს და მოვაჭრე მომხმარებელს დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ.
2.ფინანსური მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში ბათილად არ მიიჩნევა ისეთი სტანდარტული პირობა, რომლის მიხედვით, საფუძვლიანი მიზეზის არსებობის შემთხვევაში მოვაჭრე ინარჩუნებს უფლებას, მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გაგზავნის გარეშე შეცვალოს ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული საპროცენტო განაკვეთი ან საკომისიოს ოდენობა, თუ იგი მომხმარებელს პირველი შესაძლებლობისთანავე აცნობებს ამის შესახებ, ხოლო მომხმარებელს უფლება ექნება, დაუყოვნებლივ თქვას უარი ხელშეკრულებაზე.
3.ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“, „მ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დებულებები ბათილად არ მიიჩნევა მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და საქონლის ან მომსახურების შესახებ დადებულ სხვა ისეთ გარიგებაში, რომელშიც ფასი დაკავშირებულია საფონდო ბირჟაზე დადგენილი კოტირების ან ინდექსების ცვალებადობასთან ან ფინანსური ბაზრის განაკვეთთან, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს, აგრეთვე უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებასთან, სამგზავრო ჩეკთან ან უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ საერთაშორისო ფულად გზავნილთან.
თავი VI
უსამართლო კომერციული საქმიანობა
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. განუსაზღვრელი ვადით დადებული ფინანსური მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დებულება ბათილად არ მიიჩნევა, თუ ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლიანი მიზეზი არსებობს და მოვაჭრე მომხმარებელს დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ.2. ფინანსური მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში ბათილად არ მიიჩნევა ისეთი სტანდარტული პირობა, რომლის მიხედვით, საფუძვლიანი მიზეზის არსებობის შემთხვევაში მოვაჭრე ინარჩუნებს უფლებას, მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გაგზავნის გარეშე შეცვალოს ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული საპროცენტო განაკვეთი ან საკომისიოს ოდენობა, თუ იგი მომხმარებელს პირველი შესაძლებლობისთანავე აცნობებს ამის შესახებ, ხოლო მომხმარებელს უფლება ექნება, დაუყოვნებლივ თქვას უარი ხელშეკრულებაზე.3. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“, „მ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დებულებები ბათილად არ მიიჩნევა მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და საქონლის ან მომსახურების შესახებ დადებულ სხვა ისეთ გარიგებაში, რომელშიც ფასი დაკავშირებულია საფონდო ბირჟაზე დადგენილი კოტირების ან ინდექსების ცვალებადობასთან ან ფინანსური ბაზრის განაკვეთთან, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს, აგრეთვე უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებასთან, სამგზავრო ჩეკთან ან უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ საერთაშორისო ფულად გზავნილთან.თავი VIუსამართლო კომერციული საქმიანობა
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 აპრ. 2022-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.