1.ავარიული სახლების ჩანაცვლების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირები საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნებიან ბინის ქირის კომპენსაციით: ა) ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ავარიული სახლის ადგილას ახალ შენობა-ნაგებობის აშენების, ექსპლუატაციაში მიღების, ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სარემონტო სამუშაოების დასრულებისა და შესაბამისი ფართის გადაცემამდე; ბ) ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სხვა ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის საკუთრების გადაცემამდე.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბინის ქირის კომპენსაციის გაცემას უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობა.
3.დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ყოველთვიური კომპენსაციის სახით ფულადი თანხა გაიცემა, თუ დაინტერესებული პირის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფართი გამოიყენება საცხოვრებელი ან/და კომერციული მიზნით.
4.ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლებისას დაინტერესებული პირის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში ან მფლობელობაში სხვა საცხოვრებლად ვარგისი უძრავი ქონების და დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობისთვის ქირის გადახდის საშუალების არსებობა, ასევე მისი დაინტერესებული პირის რეგისტრაციის ადგილის საკითხი არ განიხილება კომპენსაციის გაცემის დამაბრკოლებელ გარემოებად.
5.თუ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საცხოვრებელი მიზნით გამოყენებული ალტერნატიული ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, ყოველთვიური ბინის ქირის კომპენსაციის სახით ყოველთვიურად გაიცემა ფულადი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
6.ავარიულ სახლში დაინტერესებული პირის საკუთრების კომერციული მიზნით გამოყენების შემთხვევაში, ყოველთვიურ კომპენსაციას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით გასცემს პროექტის განმახორციელებელი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვადით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის დადგენილება №21-1 - ვებგვერდი, 30.01.2023 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 აპრილის დადგენილება №39-35 - ვებგვერდი, 29.04.2024წ.

