ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 11. ჩანაცვლებულ შენობა-ნაგებობაში დაინტერესებული პირებისათვის გადასაცემი ფართის მდგომარეობა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ჩანაცვლებულ შენობა-ნაგებობაში გადასაცემი საცხოვრებელი, კომერციული და საოფისე ფართი თეთრი კარკასის მდგომარეობით მოიცავს შემდეგ სამუშაოებს: ა) ფართის გარე პერიმეტრზე მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის სტანდარტული მასალით და ფურნიტურით დამონტაჟებას; ბ) ფართში შესასვლელი რკინის კარის დამონტაჟებას, საკეტით; გ) შიდა კედლების სატიხრე ბლოკით ამოყვანასა და გალესვას; დ) იატაკის მოჭიმვას ცემენტის ხსნარით, სველი წერტილების გარდა; ე) ცენტრალური ელექტროგაყვანილობის ფართში შეყვანას; ვ) შიდა ელექტროგაყვანილობის სტანდარტული ქსელის მოწყობას; ზ) გაზის გარე ქსელის მონტაჟს (დგარები) მრიცხველის გარეშე; თ) წყლისა და კანალიზაციის დგარების მონტაჟს; ი) როზეტებისა და გადამრთველებისთვის ადგილების გამზადებას.

2.ჩანაცვლებულ შენობა-ნაგებობაში დაინტერესებული პირისათვის გადასაცემი საცხოვრებელი ფართის რემონტი მოიცავს შემდეგ სამუშაოებს: ა) გაზმომარაგების სისტემის მოწყობას; ბ) საკომუნიკაციო მილგაყვანილობების (წყალი, საკანალიზაციო წყალარინება) მოწყობას; გ) წყალმომარაგების ქსელის და საკანალიზაციო მილგაყვანილობის დგარების მოწყობას; დ) ელექტროჩამრთველების, როზეტებისა და სანათების მოწყობას; ე) გათბობის მილების მოწყობას; ვ) სააბაზანოში კედლებსა და იატაკებზე კერამიკული ფილების გაკვრა-დაგებას, პლასტიკატის შეკიდული ჭერის მოწყობას, სანიტარიული ფურნიტურის (ხელსაბანი ნიჟარა (შემრევითა და სიფონით), გამწოვი, საშხაპე, უნიტაზი) მონტაჟს, იატაკების მოჭიმვას ქვიშა-ცემენტის ხსნარით; ზ) სამზარეულოში კედლებსა და იატაკებზე კერამიკული ფილების გაკვრა-დაგებას, წყლის ნიჟარის (შემრევით და სიფონით) მონტაჟს და მისი სადგამი კარადის მოწყობას; თ) ლამინირებული იატაკის დაგებას; ი) თაბაშირმუყაოს ფილებით ჭერის მოწყობას, სველი წერტილებისა და აივნების გარდა; კ) კედლებისა და ჭერის შეფითხვნას და შეღებვას; ლ) აბაზანის, სამზარეულოსა და აივნის ჰიდროსაიზოლაციო მასალით დამუშავებას; მ) ფართის შიდა ღიობებში კარის ჩასმას (კომპლექტით); ნ) ფანჯრის რაფების მოწყობას (შიდა მხარეს).

3.დაინტერესებულ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს მისთვის განკუთვნილი ფართის გარემონტებაზე, რის შესახებაც წერილობითი განცხადება უნდა წარედგინოს პროექტის განმახორციელებელს სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე. რემონტზე უარის გაცხადების შემთხვევაში დაინტერესებულ პირს საცხოვრებელი ფართი ჩაბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით, ხოლო მისთვის კომპენსაციის გაცემა შეწყდება, სხვა დაინტერესებული პირების მსგავსად, ახალ აშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში დაინტერესებული პირებისთვის გადასაცემ ბინებზე პროექტის განმახორციელებლის დაკვეთით წარმოებული სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, რის შესახებაც წერილობით ეცნობება დაინტერესებულ პირს ან/და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს.

4.ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას დაინტერესებული პირისგან მომდინარე ნებისმიერი ხელშეშლა შესაძლებელია გახდეს პროექტის განმახორციელებლის მხრიდან ამავე პირის სასარგებლოდ შესასრულებელი ნებისმიერი სამუშაოს (მათ შორის, სარემონტო) შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №13-77 - ვებგვერდი, 10.08.2022 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის დადგენილება №21-1 - ვებგვერდი, 30.01.2023 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 აპრილის დადგენილება №39-35 - ვებგვერდი, 29.04.2024წ. თავი V ავარიული სახლის ჩანაცვლების პირობები იპოთეკის არსებობის შემთხვევაში

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455811
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა