ამ თავში გამოყენებულ ტერმინები ამ თავის მიზნებისათვის განიმარტება შემდეგნაირად: ა) იპოთეკარი - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ შესაბამისად განსაზღვრული კომერციული ბანკი; ბ) პროექტში იპოთეკის საგანი - ის ბინ(ებ)ი/ერთეული მრავალბინიან სახლში/კორპუსში, რომელიც დატვირთულია იპოთეკის უფლებით იპოთეკარის სასარგებლოდ და რომელიც პროექტის ფარგლებში ექვემდებარება დემონტაჟს და მის ნაცვლად ახალი ფართის აშენება/გადაცემას მრავალბინიან სახლში; გ) პროექტი - ამ წესის შესაბამისად, ავარიული სახლის ჩანაცვლების პროცესი; დ) ლიმიტი - იპოთეკარსა და პროექტის განმახორციელებელს შორის ავარიულ სახლში მდებარე პროექტში იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი საკრედიტო დავალიანებების მაქსიმალური ოდენობა, რომელიც დაანგარიშდება თითოეული ავარიული სახლის დემონტაჟისთვის ინდივიდუალური თანხმობის (წერილის) გაცემის მომენტისათვის ჯამურად. ამასთან უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხისათვის ლიმიტი დაიანგარიშება თანხმობის გაცემის დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ლარში; ე) აქტიური თანხმობა - ინდივიდუალური თანხმობები ერთობლივად, რომელიც დროის კონკრეტულ მომენტში იპოთეკარის მიერ გაცემულია ავარიული სახლების დემონტაჟზე; ვ) არსებული საკრედიტო დავალიანება/ათვისებული ლიმიტი - იპოთეკარის მიმართ არსებული ვადამოსული და ვადამოუსვლელი დავალიანება (რომელშიც შედის როგორც სესხის ძირი თანხა, ისე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო (არაუმეტეს ძირითადი თანხის 10%-ისა) ან/და სხვა გადასახდელები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რომელიც უზრუნველყოფილია რომელიმე იმ ავარიულ სახლში მდებარე პროექტში იპოთეკის საგნით რომელზეც იპოთეკარის მიერ გაცემულია თანხმობა დემონტაჟზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დავალიანება ასევე უზრუნველყოფილია სხვა უძრავი ნივთით, რომელიც არ არის პროექტში იპოთეკის საგანი, არსებულ საკრედიტო დავალიანებაში ჩაითვლება ასეთი დავალიანების მხოლოდ ის ნაწილი, რომლის ოდენობაც უდრის იპოთეკარის მიერ შესაბამისი საკრედიტო პროდუქტის გაცემის მომენტში შეფასებული პროექტში იპოთეკის საგნის/საგნების საბაზრო ღირებულებას.
მუხლი 13. ტერმინთა განმარტება
რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2025
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

