1.პროექტის ფარგლებში ყოველი მომდევნო ავარიული სახლის ჭრილში არსებული საკრედიტო დავალიანების განსაზღვრისას, წინა ავარიულ სახლთან დაკავშირებით მოქმედი არსებული საკრედიტო დავალიანებისთვის (შემდგომში - წარსული საკრედიტო დავალიანება) ახალი/მომდევნო ავარიული სახლთან მიმართებით არსებული საკრედიტო დავალიანების დამატება მოხდება შემდეგ წესით: ა) იმ შემთხვევაში, თუ მოხდა წარსული საკრედიტო დავალიანების ზრდა, ის უცვლელად (წინა თანხმობის გაცემისას არსებული ოდენობით), ზრდის გარეშე დაემატება ყოველი მოდევნო ავარიული სახლის ჭრილში დაანგარიშებულ არსებულ საკრედიტო დავალიანებას; ბ) იმ შემთხვევაში, თუ მოხდა წარსული საკრედიტო დავალიანების შემცირება, არსებულ საკრედიტო დავალიანების დაანგარიშების მიზნებისთვის გამოყენებული იქნება შემცირებული არსებული საკრედიტო დავალიანება.
2.არსებულ საკრედიტო დავალიანებაში გაითვალისწინება იპოთეკარის მიმართ არსებული ყველა იმ საკრედიტო დავალიანების მოცულობა (ვადამოსული და ვადამოუსვლელი დავალიანება (რომელშიც შედის როგორც სესხის ძირი თანხა, ისე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო (არაუმეტეს ძირითადი თანხის 10%-ისა)), რომელთა დაკავშირებითაც გაცემულია აქტიური თანხმობა, განურჩევლად იმისა დაწყებულია თუ არა აქტიური თანხმობით მოცული ავარიული სახლების დემონტაჟი. ამასთან, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხისათვის არსებული საკრედიტო დავალიანება დაიანგარიშება თანხმობის გაცემის დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ლარში. ამასთან, ათვისებული ლიმიტის გაანგარიშებისას, მხედველობაში არ მიიღება ათვისებული ლიმიტის ის მოცულობა/ნაწილი, რომელიც ისეთი ავარიული სახლის ნაწილში იყო ათვისებული, რომელიც დაექვემდებარა დემონტაჟს და მის ნაცვლად დადგენილი წესის შესაბამისად იქნება დასრულებული და აშენებული ახალი შენობა-ნაგებობა და აღნიშნულის შენობა-ნაგებობა იქნება ექსპლუატაციაში მიღებული.

