ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 15. იპოთეკარის თანხმობა ავარიული სახლის ჩანაცვლების პროცესში

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ავარიულ სახლში იპოთეკის საგნის არსებობისას, ავარიული სახლის ჩანაცვლებისათვის, გარდა ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნას იპოთეკარის წერილობითი თანხმობა პროექტის ფარგლებში იპოთეკის საგანის დემონტაჟსა და მის ნაცვლად ახალი მრავალბინიანი სახლის აშენებაზე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იპოთეკარის თანხმობის საჭიროების შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი უზრუნველყოფს, რომ: ა) თანხმობის მოთხოვნის მომენტისთვის არსებული საკრედიტო დავალიანება არ აღემატებოდეს ლიმიტს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) იპოთეკარის იპოთეკის უფლება გავრცელდება და მოიცავს დაინტერესებული პირის მიერ ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მიღებულ უძრავ ნივთს.

3.იმ შემთხვევაში თუ დგება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისაგან განხვავებული პირობა და თუ არსებული საკრედიტო დავალიანების ჯამური ოდენობა აღემატება ლიმიტის ოდენობას, პროექტის განმახორციელებელი წარუდგენს იპოთეკარს, მყარ ფინანსურ გარანტიას, იპოთეკარის ბლოკირებულ ანგარიშზე თანხის განთავსებით და დაგირავებით, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება იმ ვადაგადაცილებულ საკრედიტო მოთხოვნათა გამოსყიდვა მერიის მიერ, რომლის ვადაგადაცილების ფაქტიც დადგება როგორც მშენებლობის ვადის განმავლობაში, ასევე საცხოვრებელი ბინის მშენებლობის ვადის დარღვევის პირობებში და სადაც იპოთეკარის მოთხოვნა დადასტურებული იქნება შესაბამისი აღსრულებას ქვემდებარე აქტით. ზემოხსენებული დასაგირავებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით: არსებულ საკრედიტო დავალიანებას გამოკლებული ლიმიტის ოდენობა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455815
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა