1.ავარიული სახლების ჩანაცვლებას ახორციელებს პროექტის განმახორციელებელი.
2.ავარიული სახლების ჩანაცვლებისას მშენებლობას განახორციელებს პროექტის განმახორციელებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით შერჩეული შესაბამისი პირ(ებ)ი.
3.ავარიული სახლის ჩანაცვლების შედეგად წარმოშობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხული უძრავი ქონების განკარგვას, პროექტის განმახორციელებლის წერილობითი მიმართვის შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დადგინდეს დამატებული ღირებულების გათვალისწინებით, ხოლო ნატურით საანგარიშსწორებო თანხის გაანგარიშება და გადახდა მოხდეს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით ან ბაზრის კვლევის შედეგად შემოთავაზებული ერთი კვ. მ. ფართობის ღირებულების (თუ იგი აჭარბებს ამავე დასკვნით დადგენილ თანხას) მიხედვით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №13-77 - ვებგვერდი, 10.08.2022 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის დადგენილება №42-57 - ვებგვერდი, 15.07.2024წ.

