1.პროექტის განმახორციელებელი, ჩანაცვლების ფარგლებში ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ფულადი სახით ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებებით შესყიდული სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ჩამოწერას განახორციელებს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.
2.ავარიული სახლის ჩანაცვლების შედეგად წარმოშობილი მოძრავი ქონება, რომელიც მშენებლობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ წარმოდგენილია პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტებით, ფინანსურ დოკუმენტაციაში აღრიცხვას ექვემდებარება პროექტის განმახორციელებლის მიერ.
3.ავარიული სახლის ჩანაცვლების შედეგად წარმოშობილი, საერთო სარგებლობის მოძრავი ქონების შესაბამისი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისათვის გადაცემა/განკარგვა ხორციელდება პროექტის განმახორციელებლის მიმართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 ივნისის დადგენილება №57-51 - ვებგვერდი, 20.06.2025 წ.

