Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებმუხლი 5

საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

მუხლი 5. საკრებულოს სესიის კომპეტენციას განეკუთვნება:

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 31 აგვ. 1991

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ა) საკრებულოს რეგლამენტის მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ბ) რაიონის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; გ) რაიონის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება; დ) დეპუტატის უფლებამოსილებათა ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა; ე) საკრებულოს მდივნის, მდივნის მოადგილის არჩევა ან თანამდებობიდან გათავისუფლება; ვ) დეპუტატის მიერ შეკითხვის წესით დაყენებული საკითხების განხილვა; ზ) საკრებულოს კომისიების შექმნა და მათი ანგარიშების განხილვა; თ) ეკოლოგიური პროგრამების დამტკიცება; ი) არასაბიუჯეტო ფონდების შექმნა. ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სესიას იწვევს შესაბამისი ტერიტორიული ან ადგილობრივი საარჩევნო კომისია არა უგვიანეს 10 დღისა მას შემდეგ, რაც აირჩევა საკრებულოს წევრთა საერთო რიცხვის სულ ცოტა ორი მესამედი. ახლად არჩეული საკრებულოს პირველის სესიის პირველი სხდომის დღის წესრიგის საკითხებია: ა) საკრებულოს სამანდატო კომისიის არჩევა; ბ) საკრებულოს სამანდატო კომისიის მოხსენების საფუძველზე დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობა; გ) საკრებულოს მდივნისა და მისი მოადგილის (მოადგილეების) არჩევა. დეპუტატებს შეუძლიათ დღის წესრიგში შეიტანონ სხვა საკითხებიც. საკრებულოს პირველი სესიის მორიგ სხდომებზე საკრებულოს ირჩევს ყველა მუდმივ კომისიას, საკრებულოს მდივნის წარდგინებით - მათ თავმჯდომარეებს, იღებს რეგლამენტს. ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომას საკრებულოს მდივნის არჩევამდე უძღვება და მის გადაწყვეტილებებს ხელს აწერს შესაბამისი ტერიტორიული ან ადგილობრივი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ამ კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი. საკრებულოს მდივანი ირჩევა საკრებულოს წევრთაგან ფარული კენჭისყრით საკრებულოს უფლებამოსილების ვადით; იგი იწვევს საკრებულოს სესიებს და უძღვება მის სხდომებს, კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების საქმიანობას, ხელს აწერს საკრებულოს მიერ მიღებულ აქტებს, გამოსცემს განკარგულებებს. საკრებულო მდივნის წარდგინებით საკრებულოს წევრთაგან ამტკიცებს მდივნის მოადგილეს (მოადგილეებს) საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. თუ საკრებულოს მდივნის მიერ წარდგენილი კანდიდატი არ იქნა დამტკიცებული, ახალ კანდიდატურას კვლავ საკრებულოს მდივანი წარადგენს. მდივნის უშუალო დავალებით ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს მდივანს დროებით არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობები, მდივნის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, საკრებულოს მდივანი და საკრებულოს მდივნის მოადგილე (მოადგილეები) წყვეტენ საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას და მოღვაწეობენ საკრებულოში. საკრებულოს სხდომა ღიაა. საკრებულოს მდივანს ან დეპუტატთა ერთ მეოთხედს შეუძლიათ დააყენონ საკითხი დახურული სხდომის ჩატარების შესახებ. თუ კენჭისყრის დროს ამ წინადადებას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე დეპუტატთა ნახევარზე მეტი, ტარდება დახურული სხდომა. როგორც ღია, ასევე დახურულ სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ რაიონის პრეფექტს, ქალაქის მერს, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრს სათათბირო ხმის უფლებით.

წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 31 აგვ. 1991

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

  • 12ქალაქის საკრებულოთა სესიის კომპეტენციას განეკუთვნება:
  • 7საკრებულოს კომისიები
  • 13

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 25მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველი სხდომა
  • 28მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია
  • 37მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 160საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა
  • 161საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი
  • 141მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებათა ვადები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 38პარლამენტის პირველი სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 7ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე საკითხების განხილვის თანამიმდევრობა
  • 38კომიტეტის სხდომა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
38252837127137381601611415
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს რესპუბლიკი…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 31 აგვ. 1991 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026