საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

მუხლი 13

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 31 აგვ. 1991

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ქალაქის საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, უძღვება საკრებულოს მდივანი, რომელსაც ქალაქის საკრებულოს წევრთაგან ირჩევენ ფარული კენჭისყრით საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. საკრებულოს მდივანი იწვევს საკრებულოს სესიებს და უძღვება მის სხდომებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების საქმიანობას; ხელს აწერს საკრებულოს მიერ მიღებულ აქტებს, გამოსცემს განკარგულებებს. საკრებულოს მდივნის წარდგინებით საკრებულო ამტკიცებს საკრებულოს მდივნის მოადგილეს (მოადგილეებს) საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. თუ საკრებულოს მდივნის წარდგენილი კანდიდატი არ იქნა დამტკიცებული, ახალ კანდიდატურას კვლავ საკრებულოს მდივანი წარადგენს. მდივნის უშუალო დავალებით ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს მდივანს დროებით არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობები, მდივნის ფუნქციებს ასულებს მისი მოადგილე. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას საკრებულოს მდივანი, საკრებულოს მდივნის მოადგილე (მოადგილეები), მუდმივი კომისიების თავმჯდომარეები წყვეტენ საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას და მოღვაწეობენ საკრებულოში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3536373 (და…761165401411621813
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს რესპუბლიკი…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს საარჩევნო …სახელმწიფოს მიერ დაფინ…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა