“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 162

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ახლად დამზადებულ და რკინიგზაზე გადასაზიდად პირველად წარდგენილ სპეციალიზებულ კონტეინერებს უნდა გააჩნდეთ შესაბამისობის სერტიფიკატი ან „უსაფრთხო კონტეინერების საერთაშორისო კონვენციით” გათვალისწინებული ფირფიტა, რომელიც მაგრდება ტვირთის უნივერსალურ კონტეინერებში გადაზიდვის წესის შესაბამისად.

2.თუ პირდაპირი ან შერეული მიმოსვლით გადამზიდი სპეციალიზებული დიდტონაჟიანი კონტეინერი არ შეესაბამება „უსაფრთხო კონტეინერების საერთაშორისო კონვენციის” ნორმებს, აგრეთვე სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტებს, იგი გადასაზიდად არ მიიღება.

2.სპეციალიზებული კონტეინერის მფლობელი ვალდებულია , უზრუნველყოს მისი გამართული მდგომარეობა , ნიშანდების სისწორე და სისრულე .

3.საფრთხეშემცველი ტვირთი სპეციალიზებულ კონტეინერში გადაიზიდება ამ წესებისა და „ რკინიგზით საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის “ შესაბამისად .

4.სპეციალიზებული კონტეინერების კომერციულ ვარგისობას გარკვეული ტვირთის გადასაზიდად განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი. ტვირთის ჩატვირთვა კომერციულად უწესივრო, მათ შორის ამ წესების დარღვევით მარკირებულ სპეციალიზებულ კონტეინერებში, აკრძალულია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
192081012169114614816475 (და…7 (და…162
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისაავტომობილო ტრანსპორტ…სახიფათო ნარჩენების შე…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა