“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 146

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კონტეინერით სრულდება პირდაპირი , საექსპორტო , საიმპორტო და სატრანზიტო გადაზიდვა .

2.ფიზიკურ პირთა საჭიროებისთვის განკუთვნილი პირადი მოხმარების და მალფუჭადი ტვირთი კონტეინერში გადაიზიდება ამ წესების მოთხოვნათა დაცვით .

3.რკინიგზის კონტეინერებში აკრძალულია მყრალი ან ისეთი ტვირთის გადაზიდვა , რომელიც აბინძურებს კონტეინერის შიდა ზედაპირს , და რომლის გადაზიდვისა და გადმოტვირთვის შემდეგ აუცილებელია კონტეინერის დეზინფექცია .

5.საფრთხეშემცველი ტვირთი კონტეინერში გადაიზიდება ამგვარი ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად .

6.თხევადი ტვირთი კონტეინერით გადასაზიდად დაიშვება მხოლოდ პირველად უმსხვრევ ტარაში ( კასრები , ბიდონები , კანისტრები , პლასტმასის ჭურჭელი ), აგრეთვე წვრილ ტარაში დაფასოებული , მუყაოს ყუთებში შეფუთული , მოლარტყული და სხვა მსუბუქი შეფუთვით . ამ შემთხვევაში , წვრილმანი ტარა განკუთვნილი უნდა იყოს წარმოდგენილი თხევადი ტვირთის გადასაზიდად .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
171981253651481521627146
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსინარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა