“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 218

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დაუფეშხოებელ ნაკლავად, ფეშხოებად და ნახევარფეშხოებად გაყინული ხორცი, რომელიც შეუფუთავად გადაიზიდება, თავსდება იზოთერმულ ვაგონებში მკვრივ შტაბელად, იატაკის ცხაურებსა და კედლებზე, ჩატვირთვის მთელ სიმაღლეზე, ქაღალდის წინასწარი ჩაფენით ისე, რომ დატოვებული იქნეს ადგილი ცხაურებსა და კედლებს შორის ცივი ჰაერის ცირკულირებისთვის.

2.ნახევარფეშხოები იწყობა ვაგონის ტორსული კედლებიდან დაწყებული. პირველ რიგში ათავსებენ წინა მხარეს, კისრის გადანაჭერით ტორსული კედლისკენ, ხოლო გარე ზედაპირით – ცხაურისკენ, მეორე იარუსში – უკანა მხარეს, მესამეში – ისევ წინა მხარეს, კისრის გადანაჭერით კართშორისი სივრცისკენ და ა.შ. კართშორის სივრცეში, ჩატვირთვის საწინააღმდეგო კარიდან ვაგონის სიგ რ ძივი ღერძის მიმართულებით, დაიწყობა კისრის გადანაჭერები.

3.ცხვრისა და ღორის დაუფეშხოებელი ნაკლავი იწყობა ვაგონის გასწვრივ კართშორის სივრცემდე, სადაც ნაკლავი თავსდება ვაგონის გარდი-გარდმო.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2034219226307218
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა