საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 34. გადატვირთვის პუნქტში ტვირთის გადატვირთვისა და სატრანსპორტო საშუალებების მომზადების წესი

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისას გადატვირთვის პუნქტში მისი გადატვირთვა ხორციელდება: ა) ნავსადგურის მიერ – საზღვაო გემიდან და ნავსადგურის საწყობიდან სატვირთო ვაგონში, აგრეთვე სატვირთო ვაგონიდან საზღვაო გემზე და ნავსადგურის საწყობში გადატვირთვისას; ბ) რკინიგზის მიერ – სატვირთო ვაგონიდან და რკინიგზის სადგურის საწყობიდან სატვირთო ავტომობილზე, აგრეთვე სატვირთო ავტომობილიდან სატვირთო ვაგონში და რკინიგზის სადგურის საწყობში გადატვირთვისას.

2.სატვირთო ვაგონის და საზღვაო გემის სპეციალურ მომზადებასა და მოწყობას ტვირთის რამდენიმე იარუსად განსათავსებლად, აგრეთვე მძიმე წონის, დიდი სიგრძისა და მოცულობის ტვირთის დასამაგრებლად ახორციელებს ნავსადგური.

3.სატვირთო ვაგონში და საზღვაო გემზე ტვირთის დასატვირთად, დასამაგრებლად და გადასაზიდად საჭირო მასალების, პაკეტირების საშუალებების სხვა მოწყობილობებისა და საჭირო სამარჯვების მომარაგებას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი.

4.ნავსადგურის მიერ გაწეული მომსახურების (შესრულებული სამუშაოს) საფასური მასალებზე გაწეულ ხარჯთან ერთად, აღინიშნება ზედნადებში და გადაიხდება ტვირთმიმღების (ტვირთგამგზავნის) მიერ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისას გადატვირთვის პუნქტში მისი გადატვირთვა ხორციელდება: ა) ნავსადგურის მიერ – საზღვაო გემიდან და ნავსადგურის საწყობიდან სატვირთო ვაგონში, აგრეთვე სატვირთო ვაგონიდან საზღვაო გემზე და ნავსადგურის საწყობში გადატვირთვისას; ბ) რკინიგზის მიერ – სატვირთო ვაგონიდან და რკინიგზის სადგურის საწყობიდან სატვირთო ავტომობილზე, აგრეთვე სატვირთო ავტომობილიდან სატვირთო ვაგონში და რკინიგზის სადგურის საწყობში გადატვირთვისას. 2. სატვირთო ვაგონის და საზღვაო გემის სპეციალურ მომზადებასა და მოწყობას ტვირთის რამდენიმე იარუსად განსათავსებლად, აგრეთვე მძიმე წონის, დიდი სიგრძისა და მოცულობის ტვირთის დასამაგრებლად ახორციელებს ნავსადგური. 3. სატვირთო ვაგონში და საზღვაო გემზე ტვირთის დასატვირთად, დასამაგრებლად და გადასაზიდად საჭირო მასალების, პაკეტირების საშუალებების სხვა მოწყობილობებისა და საჭირო სამარჯვების მომარაგებას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი. 4. ნავსადგურის მიერ გაწეული მომსახურების (შესრულებული სამუშაოს) საფასური მასალებზე გაწეულ ხარჯთან ერთად, აღინიშნება ზედნადებში და გადაიხდება ტვირთმიმღების (ტვირთგამგზავნის) მიერ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 იან. 2003-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
36143336512915268467125 (დ…27 (დ…19 (დ…7434
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…სახელმწიფო საზღვრის რე…საზღვაო კოდექსიმუნიციპალური ნარჩენები…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა